პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბოლო სათამაშო დღეს, გუნდურ შეჯიბრებაში, საქართველოს ნაკრები ფინალში იჭიდავებს და მეტოქედ რუსეთის ნაკრები ეყოლება.
ძალიან დაძაბულ ნახევარფინალურ ბრძოლაში, ირაკლი ცირეკიძის გუნდმა, უკრაინა 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ საქართველო 2:1 მარცხდებოდა მოწინააღმდეგესთან. მარგიანმა იპონით დაამარცხა მეტოქე და წონასწორობა აღადგინა. ევროპის ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა კი საქართველოს ნაკრებს გამარჯვება და ფინალის საგზური მოუტანა.
ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხი განახორციელებს.
ipress,ge
No comments:
Post a Comment