საკუთარი თავის შესახებ რაღაც ახალის აღმოჩენა ყოველთვის საინტერესო და ამასთან, სახალისოა. როგორ ვცდილობთ ვიყოთ უფრო მომხიბვლელები, ბედნიერები, წარმატებულები, როგორ აღვიქვამთ და ვექცევით სხვებს - ყოველივეს მიღმა გარკვეული ფსიქოლოგიური ასპექტი იმალება.
გთავაზობთ 23 ფსიქოლოგიურ ფაქტს, რომელიც საკუთარი თავისა და სხვების უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ:
1. მეგობრობა, რომელიც ჩამოყალიბდა მაშინ, როცა 16-დან 28 წლამდე იყავით, უფრო მტკიცე და ხანგრძლივია.
2. ქალები უპირატესობას ანიჭებენ მამაკაცებს დაბალი ხმით, რადგანაც ისინი უფრო თავდაჯერებულები ჩანან. ქალები მიიჩნევენ, რომ ასეთი კაცები აგრესიულები არ არიან.
3. ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ მოგცეთ სასარგებლო რჩევა, როგორც წესი, აქვთ ძალიან ბევრი პრობლემა.
4. ჭკვიანი ადამიანი სწრაფად ფიქრობს და აქვს ცუდი ხელწერა.
5. ჩვენი ემოციები გავლენას არ ახდენს კომუნიკაციაზე და პირიქით, კომუნიკაციას შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენს ემოციებზე.
6. ის, თუ როგორ ექცევა ადამიანი რესტორნის თანამშრომელს, ბევრ რამეს ამბობს მის ხასიათზე.
7. ადამიანები, რომლებსაც დანაშაულის გრძნობა აწუხებთ, უკეთ ხვდებიან სხვების გრძნობებსა და ფიქრებს.
8. მამაკაცებს ქალებზე უკეთესი იუმორის გრძნობა არ აქვთ - ისინი უბრალოდ უფრო ხშირად ხუმრობენ და არ ადარდებთ მოსწონთ სხვებს მათი იუმორი თუ არა.
9. ქალებს კაცებზე ორჯერ უფრო მეტი ტკივილის რეცეპტორი აქვთ, მაგრამ მათ უფრო მეტად შეუძლიათ ტკივილის ატანა.
10. მაღალ ხმაზე მუსიკის მოსმენა ადამიანს ამშვიდებს, ეხმარება განტვირთვაში და ხდის ბედნიერს.
11. თუ ღამით ფიქრებს ვერ წყვეტთ და ამის გამო ვერ იძინებთ, ადექით და დაწერეთ ეს ფიქრები. ეს თქვენს გონებას დაამშვიდებს და დაძინებას შეძლებთ.
12. მესიჯები - „დილა მშვიდობისა, „ძილი ნებისა“ - ააქტიურებს ტვინის იმ ნაწილს, რომელზეც თქვენი ბედნიერების შეგრძნებაა დამოკიდებული.
13. იმის გაკეთება, რისიც გეშინიათ ბედნიერებას გგვრით.
14. საშუალოდ ქალს საიდუმლოს შენახვა 47 საათი და 15 წუთი შეუძლია.
15. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ სხვებს ბედნიერება მოუტანონ, მარტოსულები არიან.
16. რაც უფრო ბედნიერები ვართ, მით უფრო ცოტა გვძინავს.
17. როცა ხელი საყვარელი ადამიანისთის გაქვთ ჩაჭიდებული, ტკივილი მცირდება და დარდი ქრება.
18. ინტელექტუალურ ადამიანებს, როგორც წესი, სხვებთან შედარებით ნაკლები მეგობარი ჰყავთ.
19. საუკეთესო მეგობარზე დაქორწინება 70%-ით ამცირებს განქორწინების შანსს. ასეთი ქორწინებები, როგორც წესი, სამუდამოა.
20. ქალები, რომლებსაც ბევრი მამაკაცი მეგობარი ჰყავთ, ხშირად არიან კარგ ხასიათზე.
21. ადამიანები უფრო მომხიბვლელები არიან მაშინ, როცა საუბრობენ თემებზე მართლა რომლებიც აინტერესებთ.
22. მარტოობა ჯანმრთელობისთვის ისეთივე სახიფათოა, როგორც დღეში 15 ღერი სიგარეტის მოწევა.
23. მოგზაურობა ზრდის გონებრივ სიჯანსაღეს, ამცირებს გულის შეტევის რისკსა და დეპრესიის შანსს.
trend.ge
No comments:
Post a Comment