Thursday, April 13, 2017

გიორგაძე: ზურაბ ყიფშიძის შემოსავალი 400 ლარზე დაახლოებით 5-ჯერ მეტია!

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განმარტებით, გიორგი და ზურაბ ყიფშიძეების განცხადებები დაბალ ანაზღაურებასთან დაკავშირებით სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება მიზნად.

მისივე თქმით, ზურაბ ყიფშიძის ხელფასი თვიურად 400 ლარზე 5-ჯერ მეტია.
მინისტრი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ შეიქმნა ამ ამბის მიმართ ასეთი დამოკიდებულება.
"ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ამბავია და ახლაც არ წყდება მღელვარება სოციალურ ქსელებში. მთელი ეს თემა აწყობილი იყო ბატონი ზურაბ ყიფშიძის გაუსაძლისი პირობების გარშემო. ეთერში ისიც ითქვა, რომ 400 ლარიანი ხელფასის გამო შიმშილობს. ვწუხვარ, რომ კონკრეტულ ადამიანზე მიწევს საუბარი და არა სისტემურ საკითხზე, უბრალოდ ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა ამბავმა, როდესაც პირდაპირ შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება.
არავითარ 400 ლარზე და მითუმეტეს ყოველთვიურ შემოსავალზე საუბარი არ არის. ბატონი ზურაბი ბევრად მეტ ხელფასს იღებს როგორც მარჯანიშვილის, ისე თუმანიშვილის თეატრში. ასევე ერთ-ერთი გადაცემის წამყვანია პირველ არხზე და მეტი ანაზღაურება აქვს. აღარაფერს ვამბობ "ფონდი ქართუს" გრანდის მეშვეობით მიღებულ დახმარებაზე. რა თქმა უნდა, ამას არ ვითვლით, უბრალოდ, მინდა საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ან გიორგიმ, ან ზურამ რატომ ჩაიგდეს თავი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში, როდესაც მოყვა გიორგიმ გულის ამაჩუყებელი ისტორია, სადაც 400 ლარზე იყო საუბარი. ჯამურად, დაახლოებით 5-ჯერ მეტი შემოსავალი გამოსდის თვეში.
ძალიან ვწუხვარ, რომ არ ვიცი რა დავარქვა ამ პროვოკაციას, ინსიმულაციას აყვა. ყველანირ პოლიტკორექტურობას საზღვარი აქვს ჩემი მხრიდან. იძულებული ვარ ამაზე ვისაუბრო, მართლაც ძალიან დიდი ამბავი ატყდა. ბევრი პრეტენზია გამოითქვა. მთელი საზოგადოება ამის გამო შეწუხებულია.
დიდი იმედი მაქვს, თავად ბატონი ზურაბი დაადასტურებს იმას, რასაც მე ვსაუბრობ. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ასეთ უხერხულ მდგომარებაში ჩაიგდეს თავი",- აღნიშნა გიორგაძემ.
ipress.ge

No comments:

Post a Comment