როგორც გამოცდების ცენტრში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, საატესტატო გამოცდებში მოსწავლეებს ისევ 8 საგნის ჩაბარება მოუწევთ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ მხრივ სიახლეებს არ გეგმავს.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა, EDU.ARIS.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიმე საგნის საატესტატო გამოცდიდან ამოღების შემთხვევაში, მოსწავლეებს ამ საგნის შესწავლის მოტივაცია გაუქრებათ, რაც სკოლებისთვის დამატებითი მტკივნეული ცვლილება იქნებოდა.
„ის, რაზეც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად შევჯერდით, მოდით ვთქვათ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ეს არის 8 ძირითადი საგანი, რომელსაც მოსწავლეეები სკოლაში სწავლობენ, რომელშიც სკოლა თითოეულ მოსწავლეს აფასებს და მნიშვნელივანია, რომ გამოცდაზე მოსწავლემ თითოეულ ამ საგანში მოახერხოს მინიმალური კომპეტენციის დადასტურება. ერთ-ერთი გამოცდის ამოღებით ჩვენ ხელს შევუწყობთ იმას, რომ მოსწავლეებს იმ საგნის შესწავლის მოტივაცია დაეკარგებათ. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ სკოლა ისედაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას და ეს კიდევ ერთი მტკივნეული ცვლილება იქნებოდა მათთვის“, – განმარტა მაია მიმინოშვილმა EDU.ARIS.GE-ს კითხვის პასუხად.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment