Thursday, February 1, 2018

გიორგი შარვაშიძე - ძალიან მომრავლდა ე.წ. უნივერსიტეტები, სადაც არც ისე მაღალი ხარისხის სწავლება მიმდინარეობს

ძალიან მომრავლდა ე.წ. უნივერსიტეტები, სადაც არც ისე მაღალი ხარისხის სწავლება მიმდინარეობს, - ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, უნივერსიტეტების რიცხვის შემცირება იგეგმება. 

როგორც გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, მთელ ამ გეგმებში ხარისხი მთავარი სიტყვაა.

„უხარისხო უმაღლესი განათლება ქვეყანას არ სჭირდება. ძალიან მომრავლდა ე.წ. უნივერსიტეტები, სადაც არც ისე მაღალი ხარისხის სწავლება მიმდინარეობს. ამდენად ეს ყველაფერი უკავშირდება აკრედიტაციის საკითხებს, იმას, თუ რამდენად შეძლებს უმაღლესი სკოლები გაიარონ აკრედიტაცია ახალ პირობებში. ჩვენი ახალი აკრედიტაციის ფორმატი აბსოლუტურად ევროპულია და არის ძალიან მაღალი მოთხოვნები იმისთვის, რომ ჯერ ერთი გერქვას უნივერისტეტი და გამოუშვა ისეთი სტუდენტი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ. 
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/
 

რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, თსუ-ს რექტორი მიესალმება პროფესიული სასწავლებლების რაოდენობის ზრდასაც და პრესტიჟის ამაღლებასაც.

უნივერსიტეტების რიცხვი შემცირდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, სახელმწიფო ვალდებულია, აბიტურიენტებს, სტუდენტებს და მათ მშობლებს უნივერსიტეტებში არსებული პრობლემების შესახებ სიმართლე უთხრას.
ipn.ge

No comments:

Post a Comment