სირიაში აშშ-ის იერიშების დროს დაქირავებული რუსი სამხედროების დაღუპვის შესახებ ოფიციალურ კრემლს ინფორმაცია არ აქვს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა. ინფორმაციას რუსული სააგენტო РИА ავრცელებს.
აშშ-ის ავიაციამ 7 თებერვალს სირიაში, ჰიმაშის ტერიტორიაზე განლაგებულ პროსახელისუფლებო ძალებზე რამდენიმე საარტილერიო იერიში მიიტანა. დასავლური მედიის ცნობით, იერიშის შესახებ აშშ-მა რუსეთი გააფრთხილა, თუმცა რამდენიმე ათულობით დაქირავებული რუსი სამხედრო მაინც დაიღუპა.
Bloomberg-ი წერს, რომ სირიაში ბაშარ ასადის სამხედრო ძალებთან ერთად მებრძოლი 200-ზე მეტი დაქირავებული სამხედრო დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა რუსები იყვნენ.
Bloomberg-ის მონაცემებს იმეორებს The New York Times-იც რუს ბიზნესმენ ალექსანდრ იონოვზე დაყრდნობით, რომელიც სირიაში უსფრთხოების სფეროში მუშაობს. იმავე მასალაში გაზეთი ანონიმურ სირიელ ოფიცერზე დაყრდნობით იუწყება, რომ 100 რუსია დაღუპული.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment