Thursday, February 15, 2018

მედია: ნორვეგიელმა ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა მოინანია

ნორვეგიელმა ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა მოინანია. ამის შესახებ მან იმ წერილში დაწერა, რომელიც ციხის ადმინისტრაციას მისწერა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Verden Gang-ი წერს.
"ვინანიებ იმას, რაც 2011 წლის 22 ივლისს გავაკეთე. შესაძლებელი რომ იყოს, ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო,"- წერს ტერორისტი.
მან წერილი 2017 წელს დაწერა, მალევე როდესაც სასამართლო დავა წააგო, რადგან ფსიქიატრმა რენდი როზენკვისტმა, რომელიც კონსულტაციისთვის მიიწვიეს განაცხადა, რომ ბრეივიკის კონტაქტი სხვა პატიმრებთან დასაშვებია, მაგრამ არსებობს მაღალი რისკი, რომ მას თავს დაესხმებიან.
ნორვეგიელ ტერორისტ, ანდერს ბრეივიკს, რომელმაც სახელი შეიცვალა და ფიოტულფა ჰანსენი დაირქვა, სასამართლომ 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 
ბრეივიკ-ჰანსენი უკვე მეექვსე წელია, ინდივიდუალურ საკანში იმყოფება. მას მხოლოდ ციხის პერსონალსა და ადვოკატებთან აქვს კონტაქტი. დაცვის მხარე ირწმუნება, რომ მარტოობა პატიმრის ფსიქიკაზე ნეგატიურად აისახება.
მასშტაბური ტერორისტული აქტები ბრეივიკმა ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე 2011 წლის 22 ივლისს მოაწყო, რასაც 77 ადამიანი ემსხვერპლა
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment