Thursday, February 15, 2018

რეორგანიზაციის გამო, ბათუმის საკრებულოს შესყიდვების სამსახურის უფროსი გაათავისუფლეს

ბათუმის საკრებულოში შესყიდვების სამსახურის უფროსის პოზიცია გაუქმდა, შედეგად კი სამსახურის უფროსი მამუკა ქარცივაძე თანამდებობიდან გაათავისუფლდა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
მამუკა ქარცივაძეს მიაჩნია, რომ ის პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს სამსახურიდან, რადგან სოციალურ ქსელში "ქართული ოცნებას" აკრიტიკებდა. ის სასამართლოში ჩივილს აპირებს.
ბათუმის საკრებულოში რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რის გამოც საკრებულოში არსებული 49 შტატიდან, 4 უქმდება. ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ სამუშაო ჯგუფში ჩართულები არ ყოფილან. "ქართული ოცნება" კი ამბობს, რომ ოპოზიციამ პროცესში ჩართვა თავად არ ისურვა.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment