Sunday, February 4, 2018

თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

კიევი-თბილისის ავიარეისი ავარიულად დაეშვა. მიზეზი სავარაუდოდ, თვითმფრინავის სამუხრუჭე სისტემის გაუმრთაობა გახდა. ამის შესახებ ipn-ი წერს.
„უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილმა თვითმფრინავმა თბილისის გარშემო 3-ჯერ დაუგეგმავად გააკეთა წრე. საბოლოოდ, 35 წუთის დაგვიანებით, თვითმფრინავი ბილიკზე ავარიულად, მაღალი სიჩქარით დაეშვა. დაშვებისას სამუხრუჭე ფრთები არ გაშლილა.
აეროპორტში დაშვებამდე ფრინავმა და რეისის ეკიპაჟმა მგზავრებს საინფორმაციო ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, ავარიულად დაშვების დროს. 
თვითმფრინავს აეროპორტში რამდენიმე სახანძრო და სამაშველო სამსახური და პოლიცია დახვდა. ავარიულად დაშვების გამო არც მგზავრები და არც თვითმფრინავი არ დაზიანებულა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment