Thursday, February 1, 2018

აუდიტის სამსახურმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდის წევრზე გაცემულ ჰონორართან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა


სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლენილ კონკრეტულ დარღვევასთან დაკავშირებით მასალები პროკურატურაში გადაგზავნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი.


https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

საქმე ეხება 2016 წელს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ზედმეტად გადახდილ ჰონორარს, რომელიც საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა უფლებამოსილების ვადის შეწყვეტის შემდეგ მიიღო. 

აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, უსაფუძვლოდ გადახდილია 12 800 ლარი. 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამეურვეო საბჭოს წევრებს განესაზღვრათ უფლებამოსილების ვადები. სამეურვეო საბჭოს ყოფილ წევრს, რომელსაც საბჭოში უფლებამოსილების ვადა შეუწყდა, 5 თვის განმავლობაში ჰონორარის სახით უსაფუძვლოდ მიღებული აქვს 12,800 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). 2016 წელს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ზედმეტად გადახდილი ჰონორარი, ექვემდებარება ბიუჯეტში უკან დაბრუნებას“, - ნათქვამია ანგარიშში.

ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში დღეს გამოაქვეყნა. 
ipn.ge

No comments:

Post a Comment