Friday, February 2, 2018

აჭარაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ბათუმი - სარფის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა გონიოს ხიდზე რკინის მოაჯირს შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, მაგრამ შუახნის კაცი გარდაცვლილი იყო.
პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment