Saturday, February 3, 2018

ნიო-იორკში პატიმრებს პლანშეტებს დაურიგებენ


ნიო-იორკის შტატის ციხეებში, დაახლოებით, 51 ათას პატიმარს პლანშეტებს დაურიგებენ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აშშ-ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი ტექნოლოგიებით ხელს შეუწყობენ პატიმრების კომუნიკაციას ოჯახებთან და მეგობრებთან. პლანშეტით პატიმრები უფასო სასწავლო პროგრამებითაც ისარგებლებენ.
როგორც შტატის მთავრობამ განაცხადა, "ტაბლეტებისთვის" თანხის გამოყოფას არ აპირებენ. სასჯელაღსრულებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის განმარტებით კი, კომპანია JPay-სთან თავად გააფორმეს ხელშეკრულება და ექსპერიმენტულ პროგრამას თავად დააფინანსებენ. თუმცა მათ არ დაუკონკრეტებიათ როდის დაიწყება პლანშეტების დარიგება.
მსგავსი პროგრამა ჯორჯიისა და კოლორადოს შტატებშიც მოქმედებს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment