ოკუპირებულ აფხაზეთში 2014 წლის მაისის საპროტესტო აქციების შემდეგ, Facebook-ზე ბევრი აფხაზური ჯგუფი შეიქმნა, სადაც ანონიმები დეფაქტო ხელისუფლების პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებენ.
როგორც გამოცემა JAMnews-ი წერს, დეფაქტო ხელისუფლებისთვის პრობლემა ის არის, რომ ადამიანებს გამოგონილი სახელების ქვეშ იმის თქმა შეუძლიათ საჯაროდ, რასაც ფიქრობენ.
აფხაზეთში სოციალური ქსელების აკრძალვით ერთდროულად რამდენიმე პოლიტიკოსი გამოვიდა. ამ თემაზე კომენტარი აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამაც კი გააკეთა.
„მე უკვე მიჩვეული ვარ, რომ ხან რას მომაწერენ, და ხან რას. მაგრამ, როდესაც ამას იმ ქვეყნების მეთურების მიმართ სჩადიან, რომლებთანაც ჩვენ ურთერთობებს ვაგებთ, როდესაც მათ შეურაცხყოფენ და ამცირებენ – ეს უკვე მთელი აფხაზი ხალხის სირცხვილია.
ჩვენ პარქტიკულად შეუზღუდავად ვესვრით ერთმანეთს ტალახს, და ბევრი მომმართვს სოციალური ქსელების დახურვის თხოვნით. ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც ამ საკითხს გადაჭრის“, – თქვა ხაჯიმბამ.
„რასაკვირველია, სოციალური ქსელების დახურვა არ შეიძლება. მაგრამ იმ ადამიანების პასუხიმგებლობაში მიცემა, რომლებსაც საზოგადოება შეგნებულად შეჰყავთ შეცდომაში, აუცილებელია. დიახ, ეს სამუშაო ახალი გამოწვევაა, მაგრამ ის აუცილებლად უნდა შესრულდეს“ - დასძინა დეფაქტო პრეზიდენტმა.
2014 წლის 27 მაისს ოპოზიციამ სოხუმში აქცია გამართა, რომელზეც დეფაქტო პრეზიდენტისა და დეფაქტო მთავრობის გადადგომა მოითხოვა. აქციის მონაწილეებმა სამთავრობო შენობებს ალყა შემოარტყეს. 1 ივნისს ალექსანდრ ანქვაბმა თქვა, რომ თანამდებობას დატოვებდა. აფხაზეთში დეფაქტო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს ჩატარდა, რომელშიც რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა
imedinews.ge
No comments:
Post a Comment