Sunday, February 4, 2018

Nissan-მა ჩუსტი შექმნა, რომელიც თავისით "პარკინგდება"

იაპონური კომპანია Nissan-ის ინჟინრებმა უნიკალური ჩუსტი შექმნეს, რომელიც თავისით "პარკინგდება". ინფორმაციას BGR.com-ი ავრცელებს.
ჩუსტები აღჭურვილია პატარა საბურავებით და სენსორით, რომელთა გამოყენებითაც სახლში გადაადგილება და დადგომა ("დაპარკინგება") მათთვის წინასწარ შერჩეულ ადგილას დამოუკიდებლად შეუძლიათ. ჩუსტებში გამოყენებულია ProPilot Park-ის მეთოდი, რომელსაც კომპანია ავტომობილებშიც იყენებს. 
ინოვაციური პროდუქტის შეფასება შესაძლებელია იოკოჰამას ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც სტუმრებს ასეთ სიახლეს სთავაზობენ.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment