Saturday, December 8, 2018

ესპანეთში 3 მილიონ ევროდ შეფასებული ვიოლინოს მეპატრონეს ეძებენ

ესპანეთის ნაციონალური გვარდია ანტონიო სტრადივარის სავარაუდო ვიოლიონოს მფლობელს ეძებს. ვიოლინოს ღირებულება 3 მილიონი ევროა. ინფორმაციას გაზეთი Pais-ი ავრცელებს.
სამართალდამცველებმა ვიოლინო 2007 წელს ერთ-ერთი სპეცოპერაციის დროს ამოიღეს. სპეციალისტების ვარაუდით, ვიოლინო XVIII საუკუნეში უნდა იყოს დამზადებული.
ამ დროისთვის ვილიონო, რომელიც სავარაუდოდ სტრადივარის ეკუთვნის, გვარდიის შენობაში ინახება. ის ექსპერტიზისთვის გერმანიაში უნდა გადააგზავნონ, თუმცა ჯერ მისი მფლობელის ვინაობა უნდა დაადგინონ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment