Saturday, December 1, 2018

"9 წლის ბავშვი ავტოფარეხებთან მიიყვანა და ძალადობით ჩაიდინა სექსუალური ხასიათის ქმედება" - ბრალდებულს 16 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა

თო­თხმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ­თან ძა­ლა­დო­ბით ჩა­დე­ნი­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ პირს სა­სა­მარ­თლომ 16 წლით და 9 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი.
"სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2018 წლის 2 მარტს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ძალ­მომ­რე­ო­ბი­თი ქმე­დე­ბის­თვის პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეშ მყოფ­მა ა.ე.-მ წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნი - 9 წლის გო­გო­ნა ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ქ. თბი­ლის­ში, ვარ­კე­თი­ლის მე-3 მა­სივ­ში გან­თავ­სე­ბულ ავ­ტო­ფა­რე­ხებ­თან მი­იყ­ვა­ნა და ძა­ლა­დო­ბით ჩა­ი­დი­ნა სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბა.
სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ა.ე. იმა­ვე დღეს ქ. თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 138-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით (სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით თო­თხმე­ტი წლის ასაკს მი­უღ­წე­ველ­თან) წა­რედ­გი­ნა და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ა.ე. დამ­ნა­შა­ვედ ცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და გა­ნა­ჩენ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით 16 წლი­თა და 9 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment