საქართველოში ამიერიდან დეველოპერებს უკვე აქვთ შესაძლებლობა Android-ის მომხმარებლებს ფასიანი აპლიკაციები შესთავაზონ. ამის შესახებ Android Police-ი წერს.
როგორც Play Console support-ის დოკუმენტში ვკითხულობთ, დეველოპერები Play Store-ის მომხმარებლებისთვის ფასიან აპლიკაციებთან ერთად თამაშების შეთავაზებასაც შეძლებენ, რომლის მინიმალური ღირებულებაც ₾2-დან (~$0.75) დაიწყება და 1,100 ლარამდე (~$411) იმერყევებს.
აქამდე საქართველოში მხოლოდ უფასო აპლიკაციები იყო ხელმისაწვდომი. ამ სიახლეებთან ერთ-ერთ პირველებს წვდომა აშშ-ს, ავსტრალიას, კანადას, დიდ ბრიტანეთს, გერმანიასა და საფრანგეთს ჰქონდა.
საქართველოში ამოქმედებული ცვლილებების მსგავსი შეეხო მიანმარსაც. Play Store-ში ეროვნული ვალუტით ვაჭრობა გახდა ხელმისაწვდომი პარაგვაისა და სერბეთში.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment