Saturday, December 1, 2018

მეცნიერები სპილოებს გამოცემული ვიბრაციის მიხედვით დააკვირდებიან

ამერიკელი მეცნიერების ახალი კვლევის მიხედვით, სპილოებზე დაკვირვება მათ მიერ გამოცემული ვიბრაციის შესწავლის საფუძველზე შეიძლება. ამის შესახებ BBC წერს
მათი მტკიცებით, ვიბრაციით ცხოველის გადაადგილების, ქცევის, ხმოვანი სიგნალების შესწავლაა შესაძლებელი. ამისთვის კი, იმავე ტექნიკას იყენებენ, რასაც მიწისძვრების შესწავლისას.
სპილოების გადაადგილების აღრიცხვა იმ სეისმური ტალღებით შეიძლება, რომელთაც ისინი მიწაზე ფეხის დადგმისას ან ხმის გამოცემისას იწვევენ. აღმოჩნდა, რომ ეს ტალღები განსხვავებულია მაშინ, როცა ცხოველი მშვიდად დადის, სწრაფად გადაადგილდება ან საფრთხეს გაურბის. 
მეცნიერების განმარტებით, ეს მათ საშუალებას მისცემს, ბრაკონიერობის შემთხვევებიც გამოავლინონ. 
დადგინდა, რომ სპილოს მიერ გამოცემული ვიბრაცია უფრო დიდ მანძილზე გრძელდება ქვიშაზე გადაადგილებისას, ვიდრე ქვიანი ნიადაგის შემთხვევაში
imedinews.ge

No comments:

Post a Comment