Monday, December 17, 2018

გორის ჰოსპიტალში გადაყვანილი ორი ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზე იმყოფება

გორის სამხედრო ჰოსპიტალის მიმღები განყოფილების ხელმძღვანელის, იგორ გეორგიანის განცხადებით, ჰოსპიტალში უგონო მდგომარეობაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მიიყვანეს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 25 და 35 წლის პაციენტების მდგომარეობა მძიმეა და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
„პაციენტების მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. შემოსვლისთანავე მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. შეფასდა სასიცოცხლო მაჩვენებელი და ჩაუტარდათ კვლევები. ამ ეტაპისთვისაც მათი მდგომარეობა რჩება მძიმე. პაციენტები მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობენ. დგინდება მათი ასეთი მდგომარეობის გამომწვევი მიზეზები“, – განაცხადა იგორ გეორგიანმა.
შეგახსენებთ, გორში, სავარუდოდ, ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა, ორი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს - 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 273-ე (პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონოდ დამზადება, შეძენა-შენახვა).
interpressnews.ge

No comments:

Post a Comment