Monday, December 17, 2018

რატომ ვაცხობთ ბარბარობას ლობიანებს და რა უნდა შევევედროთ წმიდა ბარბარეს

17 დე­კემ­ბერს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ბარ­ბა­რო­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. ბარ­ბა­რო­ბას ძა­ლი­ან ბევრ ოჯახ­ში ლო­ბი­ა­ნე­ბის ცხო­ბი­თა და მეკვლეს მო­ლო­დი­ნით აღ­ნიშ­ნა­ვენ. ბევ­რი ახალ წელს არ ელის მეკვლეს ისე, რო­გორც ბარ­ბა­რო­ბას. რამ­დე­ნად სწო­რია ეს ტრა­დი­ცი­ე­ბი და რო­გორ უნდა აღ­ვნიშ­ნავ­დეთ ბარ­ბა­რო­ბას. გვე­სა­უბ­რე­ბა წმინ­და ამ­ბრო­სი აღმსა­რებ­ლის სა­ხე­ლო­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი, ღვთის­მე­ტყვე­ლე­ბის მა­გის­ტრი, წმინ­და ამ­ბრო­სი აღმსა­რებ­ლის სა­ხე­ლო­ბის სუ­ლი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მღვდელ- მო­ნა­ზო­ნი ან­დრია (სა­რია):
- რო­გორ უნდა აღ­ნიშ­ნავ­დეს ოჯა­ხი ბარ­ბა­რო­ბას?
- სა­სურ­ვე­ლია, მთე­ლი ოჯა­ხი დი­ლი­დან ემ­ზა­დე­ბო­დეს ლოც­ვის­თვის, ეზი­ა­რონ და ამით გა­მო­ხა­ტონ ღრმა თაყ­ვა­ნის­ცე­მა წმინ­და ბარ­ბა­რე­სად­მი. წმინ­და ბარ­ბა­რეს ცხოვ­რე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ: "ბარ­ბა­რე თა­ვის გა­ნუ­ზო­მელ მე­ო­ხე­ბას ავ­ლენს მათ­ზე, ვინც მისი სა­ხე­ლით შე­ე­ვედ­რე­ბა უფალს, რომ გან­კი­თხვის დღეს ცხონ­დეს გან­კი­თხვის გა­რე­შე".
- ვისი მფარ­ვე­ლია წმინ­და ბარ­ბა­რე და რა უნდა ვე­ვედ­როთ მას?
- წმინ­და მა­მე­ბი ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლე­ბენ სას­წა­უ­ლებ­ზე, რო­მე­ლიც წმინ­და ბარ­ბა­რემ უხი­ლა­ვად აღას­რუ­ლა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე. უამ­რავ უშ­ვი­ლო ოჯახს მისი მე­ო­ხე­ბით მი­ე­ბო­ძა შვი­ლი, ასე­ვე გან­საც­დე­ლის­გან იხ­სნა ქალ- ვა­ჟე­ბი, ყრმე­ბი. ნათ­ქვა­მია, რომ წმინ­და ბარ­ბა­რე უდი­დე­სი მე­ო­ხია იმ ოჯა­ხებ­ზე, ვინც სა­სო­ებს მის სიწ­მინ­დეს, მსგავ­სად აბ­რა­ამ მა­მამ­თავ­რი­სა, რო­მელ­საც უფალ­მა ზღვის ქვი­შის სა­ხი­სა­ებრ აღუთ­ქვა გამ­რავ­ლე­ბა, ასე­ვე აღუთ­ქვამს წმინ­და ბარ­ბა­რეს მე­ო­ხე­ბით იმ ოჯა­ხებს, რო­მელ­ნიც უხ­მო­ბენ მას. თქვენ გახ­სოვთ, "მო­მა­ვა­ლი წლის ამ დროს გე­ყო­ლე­ბათ ვაჟი", წლი­დან- წლამ­დე უნდა შევს­თხო­ვოთ წმინ­და ბარ­ბა­რეს, უფალ­მა მისი მე­ო­ხე­ბით შვი­ლი­ე­რი საშო მიჰ­მად­ლოს ბერწ ქალ­ბა­ტო­ნებს. ამ­დე­ნად, წმინ­და ბარ­ბა­რე ოჯა­ხი­სა და ბავ­შვე­ბის მფარ­ვე­ლად გვევ­ლი­ნე­ბა. წმინ­და ბარ­ბა­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­დი­დე­ბუ­ლია, მას უდი­დეს პა­ტივს მი­ა­გე­ბენ, დაე, მისი მე­ო­ხე­ბა ნუ მო­აკ­ლოს უფალ­მა ჩვენს ტკბილ ერს!
- ბარ­ბა­რო­ბას მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავლსო­ბა ლო­ბი­ა­ნე­ბით აღ­ნიშ­ნავს და მეკვლეს ელო­დე­ბა. სა­ი­დან წარ­მო­იშ­ვა ასე­თი ტრა­დი­ცია და რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლია? გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა
ambebi.ge

No comments:

Post a Comment