აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში ამაღამ მოთოვს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა რომ, დღის ბოლოს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და წვიმა შეწყდება.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისში, ამაღამ და ხვალ დღის პირველ ნახევარში იწვიმებს, იქნება ნისლი; მაღალმთაში - თოვლი.
ხვალ ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე პერიოდულად 17-22 მეტრი იქნება.
ხვალ დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 17 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში - 8-13 გრადუსი იქნება; თბილისში - 9 გრადუსი.
10 დეკემბერს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მათ შორის თბილისშიც.
დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 18 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში - 9-14 გრადუსი იქნება; თბილისში - 12 გრადუსი.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment