“როგორც კი გამოცხადდება ყველა შედეგი მილოცვასაც და დალოცვასაც გამოვაქვეყნებ ჩემს გვერდზე, მიმდინარეობს ტექსტის დამუშავება.თვალი ადევნეთ სიახლეებს”.
“შენ გვიშენებ სისტემას, აგურს ადებ აგურს,
დროზე დადე შედეგი, აღარ ძალუძს ამ გულს.
დღეს შენია დღეობა, გაგვახარე ყველა,
დაგვირიგე გრნატები, ისეც ძაან ცხელა.
გული გვიცემს ხმაურით და
ჭმუნვის ალი არ გვენელა,
დღეს შენია დღეობა და მოგილოცავთ
ყველა: ელა, ბელა, გელა.”
“ისეთი გახარებული იყავი მთელი ცხოვრება, როგორიც მე ვარ დღეს”.
“გილ ც ვ ქალბატ ნო მაია! არგეგონოთ გამომრჩა ასოები, კალამი არ წერს”.
“გილოცავ !! იგულავე შენ რა გენაღვლება”.
“გილოცავთ, მრავალ ეროვნულებს დაესწარით, ამტანი და გამტანი!”
“წელს ვხდები აბიტურიენტი, ამიტომ მთელი გულით გილოცავთ და ყოველივე კარგს გისუვებთ!!! მომავალ წლამდე”
“მიგახვამანქ ძღა იფრელს ჯგირს მოგისურვენქ “.
“როგორც წინა წელს მომილოცეთ ჩაჭრა ისე გილოცავთ მეც”.
“ისეთი ბედნიერი დღე გქონდეს, მე რომ ბედნიერი ვიქნები ლიტერატურის ქულების გაგებისას”.
“გილოცავთ მრავალს დაესწარით… ნუ, ჯერ გახარებული ვარ ზოგადზე ბარიერი რომ დაწიეთ და იმედია დასაწყევლად არ დამრჩება საქმე 😀 🙂 გილოცათთთ”.
“სპეციალურად აქვს ამ დღეს დაბადების დღე, 😀 იცის რომ ყოველ წელს ეროვნულები უწევს”
“შარშან დავამატე ქალბატონი მაია ამ ჯგუფში. იმედია, გულითადად კითხულობს კომენატრებს.. ახლაც ნოთიფიქეიშენები მიუვა და ვაი თქვენი ბრალი”(აბიტურიენტების ჯგუფის ადმინისტრატორი კომენტარების ავტორებს).
“მე პირადად მთელი გუილთ ვულოცავ ☺☺☺☺ ჯამრთელად და ბედნიერად ეცხოვროს”.
“მთელი გულით მოგცემენ მაგის გამო 100% გრანტს <3”
“ოხხ, მაია დედოფალო, გილოცავ, მრავალს დაესწარი სულ ჯანმრთელად და ბედნიერად, არაფერი არ მოგკლებოდეს მთელი შენი ცხოვრება, კაი ქალი ხარ, პროსტა ყველას 100%–იანი გრანტები რომ დაგვირიგო, ჯერ მარტო ბებიაჩემი დაგილოცავს შენს 70 თაობას! იფიქრე ამაზე. მიყვარხარ ❤”
“გილოცავთ ქალბატონო მაია. მარცხენა ხელით ვწერ ახლა ამ წერილს. ცაცია არ ვარ, გამოცდაზე პასტა დამიდნა ხელში და 2 თვე ასე მომიწევს”.
“იმდენი 50 თეთრი შეგივიდათ დღეს, რომ დარწმუნებული ვარ ხოშიანად იქეიფებ “.
“მაგიტომ არ შედიოდა დღეს არა ნაეკზე…. ქეიფის ფულს აგროვებდნენ 😂😂 გილოცავ, მაი! 👏👏💗💗😂😂”
“გილოცავთ, გისურვებთ მონდომებულ, ჭკვიან აბიტურიენტებს, რომლებიც არასდროს წუწუნებენ”.
edu.aris.ge
განათლება ინფო უერთდება ედუ.არის.გის და დაბადების დღეს ულოცავს ქალბატონ მაია მიმინოშვილს 💗💗💗
No comments:
Post a Comment