Gem
Fest-დან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა 7
ახალგაზრდა გადაიყვანეს. აქედან, 6 ახალგაზრდა მამაკაცი ქართველია, ხოლო
გოგონა უკრაინის მოქალაქეა.
ექიმები პაციენტების მდგომარეობის შესახებ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.
როგორც
"მოამბის" ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, Gem Fest-იდან საავადმყოფოში
კიდევ რამდენიმე ადამიანი გადმოჰყავთ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
4 აგვისტოს, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში GEM Fest-იდან გადაყვანილი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ძლიერი ინტოქსიკაცია გახდა.
GEM Fest-იდან გადაყვანილი კიდევ ერთი ახალგაზრდას, 29 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
1tv.ge
No comments:
Post a Comment