რუსთავში ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ მისივე თანატოლმა გოგომ დაჭრა. 22 წლის დაჭრილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მომხდარზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment