რუსთავში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ამის შესახებ ipn-ი წერს.
კაცს დაზიანება გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაიყვანეს, სადაც გულზე ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment