Friday, February 16, 2018

უზენაესმა სასამართლომ პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატობიდან არ მოხსნა

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ქალის ქსენია სობჩაკი სარჩელი უზენაესმა სასამართლომ არ დააკმყოფილა. რუსი ტელეწამყვანი ითხოვდა, რომ რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი მოეხსნათ. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ტელეწამყვანი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო კანდიდატად დაარეგისტრირეს.
საჩივარში სობჩაკი აღნიშნავდა, რომ პუტინს არ აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რადგან პრეზიდენტი რამდენჯერმე იყო. ამასთანავე, ქვეყნის სათავეში იყო 1991 წლის 31 დეკემბრიდან 200 წლის 7 მაისამდეც, როდესაც მოვალეობის შემსრულებლი იყო.
6 თებერვალს რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა. პუტინი გახდა პირველი, ვინც ამომრჩევლების ხელმოწერის შედეგების შემდეგ დაარეგისტრირეს. 
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი ქსენია სობჩაკის და "რუსეთის კომუნისტების" პარტიის წევრის მაქსიმ სურაიკინის ხელმომწერებმა წარმატებულად გაიარეს შემოწმება. 
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის მარტში გაიმართება.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment