Wednesday, October 24, 2018

რისი უფლება არ ექნება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს?

2018 წლის 28 ოქ­ტომ­ბე­რი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში იმ თა­რი­ღად დარ­ჩე­ბა, რო­დე­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა ბო­ლო­ჯერ აირ­ჩევს პირ­და­პი­რი წე­სით სა­კუ­თარ პრე­ზი­დენტს. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია და საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბიც უხ­ვად არი­გე­ბენ და­პი­რე­ბებს.
ambebi.ge
სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­თხე პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გველშვი­ლის 5-წლი­ან მოღ­ვა­წე­ო­ბას ახ­ლდა მუდ­მი­ვი კა­მა­თი პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­ბო­ლო­ოდ კი, მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავი კა­ნო­ნებ­ზე ვე­ტო­ე­ბის და­დე­ბით და­ა­მახ­სოვ­რა - პრე­ზი­დენ­ტმა მმარ­თვე­ლი ძა­ლის მიერ მი­ღე­ბუ­ლი თით­ქმის ყვე­ლა კა­ნო­ნი და­ი­წუ­ნა, "ოც­ნე­ბამ" კი პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტო­ე­ბი. ამი­ტომ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა, რე­სურსს ძი­რი­თა­დად ვე­ტო­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ზე ხარ­ჯავ­და.ვე­ტოს უფ­ლე­ბა ახალ პრე­ზი­დენ­ტსაც ექ­ნე­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით სხვა სა­მარ­თლებ­რივ სა­კი­თხებ­ზე და­უ­წეს­დე­ბა შე­ზღუდ­ვე­ბი, ანუ სა­ბო­ლო­ოდ, ახალ პრე­ზი­დენტს მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზე მე­ტად შე­ეკ­ვე­ცე­ბა უფ­ლე­ბე­ბი.
"ვე­ტოს უფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც აქვს სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­ურს შე­უძ­ლია გა­მო­ი­ყე­ნოს ნე­ბის­მი­ერ დროს და შე­ა­ჩე­როს ისე­თი კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბა, რო­მელ­საც არ ეთან­ხმე­ბა. ძვე­ლი და ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცია გვე­უბ­ნე­ბა, რომ ეს არის პრე­ზი­დენ­ტის შე­ხე­დუ­ლე­ბა და მას შე­უძ­ლია ეს თა­ვის შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ გა­მო­ი­ყე­ნოს. ხოლო, რო­გორ მო­იქ­ცე­ვა ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი, რა შემ­თხვებ­ში გა­მო­ი­ყე­ნებს ვე­ტოს, ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს და პრე­ზი­დენ­ტის მოქ­მე­დე­ბა" - უთხრა AMBEBI.GE-ს კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტმა ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძემ.ცნო­ბის­თვის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ მი­ღე­ბუ­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი, ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ფი­ცის და­დე­ბის მო­მენ­ტი­დან­ვე ამოქ­მედ­დე­ბა. იუ­რისტ ლე­ვან ალა­ფიშ­ვი­ლის თქმით, ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით პრე­ზი­დენ­ტის ისე­დაც შემ­ცი­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი, კი­დევ უფრო მცირ­დე­ბა.
"პრე­ზი­დენტს არ ექ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი ავ­ტო­ნო­მია და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, რომ ეფექ­ტურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში იყოს და გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტის პრო­ცეს­ზე. თუკი დღეს კონ­სტი­ტუ­ცი­ით პრე­ზი­დენტს აქვს უფ­ლე­ბა მთავ­რო­ბის წი­ნა­შე გან­სა­ხილ­ვე­ლად და­ა­ყე­ნოს სა­კი­თხი და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს გან­ხილ­ვა­ში, ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით ამის უფ­ლე­ბა აღარ ექ­ნე­ბა.
არ­სე­ბი­თად არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის, რო­გორც უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­დლის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი, შე­ზღუ­დუ­ლია და და­მო­კი­დე­ბუ­ლია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე.
უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ახალ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში პრე­ზი­დენტს სრუ­ლად აქვს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მმარ­თვე­ლო­ბის ფორ­მი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი, საბ­ჭოს წევ­რე­ბის პარ­ლა­მენ­ტის­თვის წარ­დგე­ნის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტის კომ­პე­ტენ­ცი­აა. პარ­ლა­მენ­ტი სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით ვერ შე­არ­ჩევს და გა­ამ­წე­სებს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს წევ­რებს. ეს სწო­რია, რად­გან ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს წევრთა შერ­ჩე­ვა-წარ­დგე­ნის სა­წყი­სი ეტა­პი მაქ­სი­მა­ლუ­რად დაც­ლი­ლი უნდა იყოს პარ­ტი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და გავ­ლე­ნე­ბი­სა­გან. ეს არის ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გა­რან­ტია" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ალა­ფიშ­ვილ­მა.

ფიქ­ტი­უ­რი მთა­ვარ­სარ­და­ლი

პრე­ზი­დენტს მთა­ვარ­სარ­დლის სტა­ტუ­სი ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით უნარ­ჩუნ­დე­ბა, თუმ­ცა უწეს­დე­ბა მთე­ლი რიგი შე­ზღუდ­ვე­ბი, რის გა­მოც ეს სტა­ტუ­სი მხო­ლოდ სა­ხე­ლად დარ­ჩე­ბა. კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში პირ­და­პირ ჩა­ი­წე­რა, რომ თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი მოქ­მე­დე­ბენ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ხოლო სა­გან­გე­ბო ან სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სას - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით. თუკი დღეს სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტის, რო­გორც სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­დლის დის­კრე­ცი­უ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაა, ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით ეს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არ­სე­ბი­თად შე­ი­ზღუ­დე­ბა და პრე­ზი­დენ­ტი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლად ვე­ღარ მი­ი­ღებს. მხო­ლოდ პრე­მი­ე­რის წარ­დგი­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­ა­ფორ­მებს სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბას.უქ­მდე­ბა უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო და შე­მო­დის ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვის საბ­ჭო, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის დროს შე­იკ­რი­ბე­ბა - ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ საბ­ჭო შე­იქ­მნე­ბა მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც პრე­მი­ე­რი მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და პრე­ზი­დენტს გა­უგ­ზავ­ნის წარ­დგი­ნე­ბას, რომ გა­მო­ცხად­დეს სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.
"შეგ­ვიძ­ლია და­ვი­ნა­ხოთ, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით იზღუ­დე­ბა. თუკი დღეს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო, ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მუდ­მივ­მოქ­მე­დი ორ­გა­ნოა და სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­ურს აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა იყოს ჩარ­თუ­ლი ამ პრო­ცეს­ში, ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ეს სა­შუ­ა­ლე­ბა პრე­ზი­დენტს აღარ ექ­ნე­ბა.
ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვის საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა გან­სა­ზღვრუ­ლია ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცით, თუმ­ცა პრე­ზი­დენტს რჩე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა წევ­რე­ბად მო­იწ­ვი­ოს მთავ­რო­ბის და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი. თუკი დღეს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს კომ­პე­ტენ­ცია და საქ­მი­ა­ნო­ბის წესი ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნით არის გან­სა­ზღვრუ­ლი, ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში თავ­დაც­ვის საბ­ჭოს კომ­პე­ტენ­ცია იერ­არ­ქი­უ­ლად და­ბა­ლი აქ­ტით, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კა­ნო­ნით იქ­ნე­ბა გან­სა­ზღვრუ­ლი, რო­მელ­საც პარ­ლა­მენ­ტი უფრო იო­ლად, უფრო და­ბა­ლი ქვო­რუ­მით იღებს, ვიდ­რე ორ­გა­ნულ კა­ნონს" - გან­მარ­ტავს იუ­რის­ტი ლე­ვან ალა­ფიშ­ვი­ლი.
ამას­თან, ახალ პრე­ზი­დენტს უც­ვლე­ლად უტო­ვე­ბენ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი შე­თან­ხმე­ბე­ბის და შე­წყა­ლე­ბის უფ­ლე­ბას. ხოლო იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვის უფ­ლე­ბა ჩა­მო­ერ­თმე­ვა. პრე­ზი­დენ­ტის ნაც­ვლად ქვეყ­ნის პირ­ველ მო­სა­მარ­თლეს იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო აირ­ჩევს, თუმ­ცა ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით პრე­ზი­დენ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობს იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს ფორ­მი­რე­ბა­ში და ნიშ­ნავს ერთ წევ­რს.
მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში გა­კეთ­და ჩა­ნა­წე­რი, რომ ამა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პრე­ზი­დენ­ტი ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად მი­ი­ღებს. ხოლო ორ­გა­ნულ კა­ნონ­ში, რო­გორ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა პრე­ზი­დენ­ტის აღ­ნიშ­ნუ­ლი უფ­ლე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია - ნორ­მა ჯერ არ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლა. თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ის ძველ რე­დაქ­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო მხო­ლოდ ის, რომ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის და არ­მი­ნი­ჭე­ბის სა­კითხს პრე­ზი­დენ­ტი წყვეტს.

სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე

სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის სა­კი­თხში პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ანა­ლო­გი­უ­რად რჩე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე ქვე­ყა­ნას წარ­მო­ად­გენს ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი, თუმ­ცა ყვე­ლა შე­სა­ბა­მის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სჭირ­დე­ბა პრე­მი­ე­რის თან­ხმო­ბა.
  • მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბით ახორ­ცი­ე­ლებს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში
  • მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბით აწარ­მო­ებს მო­ლა­პა­რა­კე­ბებს სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან
  • მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბით დებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს, იღებს სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ელ­ჩე­ბის და სხვა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ას;
  • მთავ­რო­ბის წარ­დგი­ნე­ბით ნიშ­ნავს და ათა­ვი­სუფ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩებს და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს.
პრე­ზი­დენ­ტი სა­კუ­თა­რი გუნ­დის გა­რე­შე?!
იუ­რისტ ლე­ვან ალა­ფიშ­ვი­ლის თქმით, დღეს, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის არ­სე­ბო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­აა. იმ სა­კონ­სტი­ტუ­ცო ცვლი­ლე­ბე­ბით კი, რო­მე­ლიც ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ფი­ცის და­დე­ბის შემ­დეგ ამოქ­მედ­დე­ბა, არც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია, არც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი აღარ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლითუკი დღეს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის წესს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გან­სა­ზღვრავს და ეს კონ­სტი­ტუ­ცი­ით არის გამ­ყა­რე­ბუ­ლი, ახალ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში პრე­ზი­დენ­ტის ეს კომ­პე­ტენ­ცია აღარ იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. შე­საძ­ლოა პარ­ლა­მენ­ტმა ან მთავ­რო­ბამ სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­ურს სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ და­უ­კომ­პლექ­ტონ ად­მი­ნის­ტრა­ცია, გა­ნუ­სა­ზღვრონ თა­ნამ­შრო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ხელ­ფა­სი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი თუ სა­მივ­ლი­ნე­ბო ხარ­ჯე­ბის სა­კი­თხი. რაც მთა­ვა­რია, შე­ეძ­ლე­ბათ პრე­ზი­დენტს გა­ნუ­სა­ზღვრონ მისი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის ად­გი­ლი - 5-წლი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი კინ­კლა­ო­ბის შემ­დეგ, გა­და­წყვი­ტონ პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლის სა­კი­თხი" - აღ­ნიშ­ნა იუ­რის­ტმა.
მი­სი­ვე თქმით, ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით, შე­საძ­ლოა პრე­ზი­დენტს შე­უმ­ცირ­დეს სა­რე­ზერ­ვო ფონ­დის ოდე­ნო­ბა.
"პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ა­ნის­ტრა­ცი­ის ხარ­ჯე­ბი კონ­სტი­ტუ­ცი­ით არ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, ეს სა­ბი­უ­ჯე­ტო სა­კი­თხია და გა­ნი­სა­ზღვრე­ბა შე­სა­ბა­მი­სი წლი­უ­რი ბი­უ­ჯე­ტის კა­ნო­ნით. სა­რე­ზერ­ვო ფონ­დე­ბის არ­სე­ბო­ბა-არარ­სე­ბო­ბა და ოდე­ნო­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­დექ­სით. კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის კონ­ტექ­სტში შეგ­ვიძ­ლია მხო­ლოდ ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ შემ­ცირ­დე­ბა რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, ასე­ვე პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დის ოდე­ნო­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი გა­უქ­მდეს კი­დეც" - უთხრა AMBEBI.GE-ს ალა­ფიშ­ვილ­მა.
შე­გახ­სე­ნებთ, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 28 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა და ეს იქ­ნე­ბა პირ­და­პი­რი წე­სით ბოლო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი. ახა­ლი დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, მომ­დევ­ნო პრე­ზი­დენტს 5 წლის ვა­დით, დე­ბა­ტე­ბის გა­რე­შე ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რით ირ­ჩევს სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გია, "რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც შე­დის 300 ხმო­სა­ნი"
ambebi.ge

No comments:

Post a Comment