Saturday, October 27, 2018

თელავში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

თელავის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვეპლა. შემთხვევა გვიან ღამით სოფელ ვარდისუბანთან მოხდა. imedinews - ის ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი„ნისანის“ მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა.
შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მანქანიდან დაშავებულების ამოყვანა მაშველების დახმარებით მოხერხდა.
ადგილზე გარდაიცვალა მძღოლი. დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა. მათი მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment