ეგაპროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მისი პირველი პარტნიორი ლევან როსტოშვილი, იგივე როსტო იყო, მერე და მერე, სხვადასხვა სეზონზე იყვნენ - გიორგი ვარდოსანიძე, ანატოლი ბოისა, ზურა გორგაძე, ანდრია გველესიანი, ირაკლი მაქაცარია და ახლა გიორგი გილიგაშვილი, იგივე "ჩემმა მზემ".
ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა, ეს შოუ შენ გარეშე-მეთქი, - ვუთხარი სალომე ჭაჭუას, "მე ასე ვერ ვიტყოდი, ძალიანაც წარმოსადგენი იქნებოდა, თუმცაღა, ალბათ, ამ პროექტს რაღაც ელფერს მეც ვმატებ, ჩემთვის საპასუხისმგებლოა, რადგანაც საზოგადოება ელოდება და ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება და მოტივაცია. რა სჯობია იმას, როცა სიამოვნებას იღებენ ჩემი შემოქმედებისგან. ეს ყველაფერი კი იმის სტიმულს მაძლევს, რომ ერთ ადგილას არასდროს გავჩერდე", - გვეუბნება მოცეკვავე, რომელიც მართლაც უზომოდ დიდ სიამოვნებას ანიჭებს მაყურებელს, რისთვისაც საზოგადოებას ძალიან უყვარს და მის ცეკვას ყოველთვის მართლაც მოუთმენლად ელოდებიან.
"კი, ვერ უარვყოფ, მელოდებიან და ხშირად უთქვამთ, სხვანაირი ხარ და სხვანაირად ცეკვავ, სცენაზე შენი სხვანაირი გარდაქმნა ხდებაო. ერთადერთი პასუხი, რაც ამას შეიძლება მოვუძებნო, ისაა, რომ ცეკვისას თვითონ დიდ სიამოვებას განვიცდი, რადგანაც იმ წუთებში ცეკვას ვქმნი და ალბათ მაყურებლამდე ეს ყველაფერი ასევე მიდის. ეს მნიშვნელოვანია და ყველა პროფესიონალი მოცეკვავე ამისკენ მიილტვის, - საკუთარი თავი კარგად წარმოადგინოს და იპოვოს კიდეც სცენაზე", - ამბობს სალომე.
- ამ სეზონზე ვფიქრობ, რომ ცეკვის წარმოდგენისას მეტად არტისტული ხარ, ვიდრე აქამდე იყავი...ეს ჩემთვის ერთგვარი კომპლიმენტია, ძალიან სასიამოვნოა, რადგანაც ცხოვრების მანძილზე, რაც კი სცენაზე ვმდგარვარ, ვცეკვავ და ამ სფეროში ვარ, არასდროს გავჩერებულვარ, იმ თვალსაზრისით, რომ ყოველ წელს ვვითარდები, ვესწრები მასტერკლასებს, უცხოეთში მყავს მწვრთნელები, სადაც ამ ყველაფერს ვსწავლობ, ვეუფლები. ერთ დღესაც არ მივცემივარ სიმშვიდეს, - უი, კარგ მოცეკვავედ მთვლიან და არაფერს აღარ გავაკეთებ-მეთქი. ყოველ დღე, ყოველწლიურად განვითარებაში ვარ. მოკლედ, ვმუშაობ მწვრთნელებთან, ფსიქოლოგებთან.თუ პარტნიორი მხარს არ გიბამს, მაშინ რა ხდება?
- ასეთი ჩემს შემთხვევაში თითქმის არ ხდება. წელსაც ისე დაემთხვა, რომ პარტნიორი მხარს მიბამს, ერთმანეთს სცენაზე კარგად ვიცნობთ და ეს არის ყველაზე კარგი განცდა და გრძნობა, რაც იმას ნიშნავს, რომ სცენაზე ერთი მთლიანი ადამიანი მუშაობს. მოკლედ, ამ ცეკვებში ასეა, მარტო არ ვარ - ერთ კონკრეტულს ორივე ვქმნით, რაც აუცილებლად მივა მაყურებლამდე და ისიც აუცილებლად იგრძნობს ჩვენს ემოციას.
- გიორგი გილიგაშვილი მართლაც კარგად ცეკვავს, რატომღაც მაყურებელი მისგან ამას თითქოს არ ელოდა. ბევრი კი მის ცეკვას იმით ხსნის, რომ ის ადრე ეუფლებოდა მას.
- საქართველოში ცეკვაზე ყველა დადიოდა, მაგრამ თუ ადამიანი პატარაობაში ცეკვას სწავლობდა, ეს არაფერს ნიშნავს. ჩვენი სფერო ყოველ წელს ვითადება, წინ მიდის, რთულდება, თან, 2018 წელი ამ ჟანრში განსაკუთრებულ ზენიტშია, ყველაფერი ტენდენციურობას ითხოვს. მხოლოდ ორი-სამი "ჩა-ჩა-ჩა" ვიცეკვეთ და მორჩა, ასე არ არის. ტექნიკურად გამართული უნდა იყოს, მაყურებლისთვის გასაგები, ასევე მნიშვნელოვანია, მოცეკვავე სცენიდან რა ისტორიას გვიყვება, როგორი მუსიკალურობა, რითმულობაა და ამ ყველაფრის როგორი შერწყმა ხდება. წუთ-ნახევარში მთელი ისტორია გასაგებ ენაზე უნდა გადმოსცეს, რომ ყველაფერს მიხვდე. სცენაზე გასვლა ჩემთვის განვითარებას, სწავლას ნიშნავს.
- გიორგი გილიგაშვილი, იგივე "ჩემმა მზემ" თავისი საქციელით, მეტყველებით არაორდინარული ადამიანია. პროექტამდე იცნობდი მას?
- ვიცოდი ვინ იყო, მაგრამ მასთან ახლო ურთიერთობა არ მქონია. როდესაც გავიცანი, სიღრმისეულად დავინახე. დღესდღეობით ძალიან იშვიათია ასეთი გულწრფელი ადამიანი, უზომოდ კეთილშობილია და ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი.
- მკაცრი პედაგოგი ხარ მისთვის?
- მკაცრი კი არა, მაქსიმალისტი ვარ, არც ჩემს თავს არც სხვას არ ვაძლევ უფლებას, ზერელე იყოს. როგორც საკუთარ თავს ვთხოვ, ასევე ვთხოვ მეწყვილეს. სცენაზე მოცეკვავე არ უნდა იყოს მოშვებული.ნობილია, რომ საკუთარ სტუდიაში ბავშვებთან პირადად მუშაობ, ყველას პერსონალურად ამეცადინებ.
- წელს ჩემი სტუდია 5 წლის ხდება, რა თქმა უნდა, ამ ხნის მანძილზე, ჩემს ქორეოგრაფებთან ერთად პატარა აღსაზრდელებს პირადად ვამეცადინებ. მომთხოვნი ვარ, სხვაგვარად არ გამოვა, ეს გარდაუვალია. დიახ, როგორც მე მინდა, გამოვიყურებოდე სცენაზე, ზუსტად ისევე მინდა, იყვნენ ისინიც. ესენი იქნებიან უმცროსები თუ უფროსები. ჩემთან სხვანაირად მუშაობა არ გამოდის, უნდა წამომყვნენ! დიახ, მნიშვნელოვანია შრომა, თუ შრომა გიყვარს და გსიამოვნებს, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. მერე როცა ბევრი ვარჯიშისგან სიამოვნების მიღებას დაიწყებ, აი, ეგ უკვე გამარჯვებაა! ასეა, ნებისმიერ სფეროში. ბევრი ვარჯიშით, ნებისმიერ სფეროში ასეა და მხოლოდ ასეთ დროს მიდიხარ სასურველ შედეგამდე.
კითხვაზე, თუ რა მოუტანა პოპულარობამ სალომე ჭაჭუას, პასუხობს:"გულწრფელად ვამბობ, ადამიანებისგან ასეთ ემოციებს არ ველოდი. რაც პოპულარობამ მართლა მომიტანა, ადამიანების სიყვარული და ურთიერთობაა. მათგან დიდ სითბოს, პატივისცემას ვგრძნობ და ეს ყველაფერი თუ რას ნიშნავს ჩემთვის, სიტყვებით რთული გადმოსაცემია. მართლა ბედნიერი ვარ იმით, რასაც ადამიანებისგან ვგრძნობ და ამ ყველაფერს დიდი პატივისცემით ვეპყრობი, მით უფრო მაშინ, როცა უფროსი თაობისთვის მაგალითი ვარ.
ხოლო თუ რას ფიქრობდა, როდესაც თავად იყო პატარა, ამბობს: "როდესაც ტელევიზიით პირველად ვნახე ცეკვები, არ ვიცი, იმ წამს რა მოხდა, მაგრამ ვიგრძენი, რომ ის იყო "ჩემი". საკუთარი თავი ვიპოვე, რაც ადამიანისთვის ალბათ ყველაზე მთავარია. ვისაც საკუთარი პროფესია აქვს და ამით ბედნიერია, მათგან ერთ-ერთი მეც ვარ ასეთი იღბლიანიც - საკუთარი თავიც ვიპოვე და პროფესიაც, რითაც, ვიმეორებ, უბედნიერესი ვარ. ჩემი საქმის ფანატიკოსი ვარ. თუმცა ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი საქმით ასეთი ცნობილი გავხდებოდი.ის სახასიათო ლექსიკით გამოირჩევა, შენ როგორ მოგმართავს?
- მისი ხშირი ფრაზებია: "მშვენიერო", "ჩემმა მზემ" - და მეც ასე მომმართავს. ხანდახან ამბობენ, რომ ეს ადამიანი, წინა ცხოვრების გადმონაშთია. მე ვიტყოდი, რომ მან უბრალოდ იცის ქალის პატივისცემა, ქალი სულ სხვაგვარად ჰყავს წარმოდგენილი და ეს დამოკიდებულება ნებისმიერ მანდილოსანს ესიამოვნებოდა და საერთოდ ადამიანებთან ასეთი ურთიერთობა აქვს.
- როგორ ფიქრობ, გაიმარჯვებს "გილიგა"?
- "გილიგას" დიდი პოტენციალი აქვს რომ გაიმარჯვოს, ვნახოთ, ჯერ დასაწყისია.
ambebi.ge
მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ გამიზიარეს ჩემი გამოცდილება, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას ვტყუობდი, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი დადო და ქმარი 24 საათის განმავლობაში დაბრუნდა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
ReplyDelete(1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.