საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური ჯგუფის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შეკითხვებს ხვალ, 24 ოქტომბერს ტელედებატების დროს უპასუხებს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ვაშაძემ, რომელმაც მას არაერთხელ და სულ სხვადასხვა ტონალობაში მიმართა, თავს ვალდებულად არ თვლის, რომ დღეს უპასუხოს.
"ამ საკითხებზე მქონდა პასუხები, მაგრამ ხვალ თუ დამისვამს კითხვას, იქ პასუხს გავცემ“, – განუცხადა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.
საპრეზიდენტო კანდიდატებს, გრიგოლ ვაშაძეს, დავით ბაქრაძესა და სალომე ზურაბიშვილს შორის დებატები 24 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 22:00 საათზე გაიმართება.
დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური ჯგუფის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძელ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ოთხი შეკითხვით მიმართა. ვაშაძის თქმით, ეს ის შეკითხვებია, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment