Tuesday, October 30, 2018

ინდონეზიელი კაცი საცობებმა ავიაკატასტროფაში დაღუპვას გადაარჩინა

ინდონეზიის დედაქალაქში, ჯაკარტაში საავტომობილო საცობები დიდი პრობლემაა, თუმცა ამან ერთი ადამიანი სიკვდილისგან იხსნა. სონი სეტიავანი, რომელიც ინდონეზიის ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელია, კოლეგებთან ერთად, იმ თვითმფრინავით უნდა გაფრენილიყო, რომელიც აფრენიდან რამდენიმე წუთში ზღვაში ჩავარდა. ამის შესახებ CBS News-ი წერს. 
„არ ვიცი, რატომ იყო ასეთი საცობი, მაგრამ აეროპორტამდე მისასვლელად 3 საათზე მეტი დამჭირდა, რის გამოც ფრენაზე დავაგვიანე“ - თქვა მან. 
სეტიავანის კოლეგებს, რომელებიც თვითმფრინავით გაფრინდნენ, მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
ინდონეზიაში კატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა Boeing 737 MAX 8, რომლის ბორტზეც 189 ადამიანი იყო. ყველა დაიღუპა. ლაინერით მიფრინავდა 181 მგზავრი, მათ შორის ორი ბავშვი და ერთი ჩვილი, ასევე ორი პილოტი და ეკიპაჟის ექვსი წევრი. ავიაკომპანია Lion Air-ის თვითმფრინავი იავანის ზღვაში, კუნძულ იავას დასავლეთ სანაპიროდან 15 კილომეტრში, აფრენიდან 13 წუთში, 30-35 მეტრამდე სიღრმეში ჩავარდა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment