Tuesday, August 1, 2017

13 სასტიკი წესი ქალებისთვის - ცნობილი პოლიტიკოსი და პუბლიცისტი ირინა ხაკამადასგან

1. მთავარია, ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრო: პრინცი თეთრ რაშზე - ეს წმინდა წყლის გამოგონებაა. არავინ არ არის ვალდებული გაგხადოს ბედნიერი და დაგიცვას ბედის ყველა უკუღმართობისგან. დროთა განმავლობაში მამაკაცს უბრალოდ მობეზრდება ცხოვრებაზე შენი წუწუნის მძიმე ჩემოდნის თრევა. იმისათვის რომ აცდე მიგდებული ჩემოდნის მწარე ხვედრს, კონცენტრირება უნდა მოახდინო არა მამაკაცის ძებნაზე, არამედ საკუთარი ოცნების რეალიზაციაზე.
2. სამურაები მისდევენ ასეთ ფილოსოფიურ პრინციპს: მოკვდნენ წინასწარ.ეს როგორ პარადოქსალურადაც არ უნდა ჟღერდეს, სასიცოცხლო ბრძოლაში იმარჯვებს ის სამურაი, რომელიც უკვე მკვდარია. უბრალოდ დეტალებში მოიფიქრე იმ სიტუაციის უარესი სცენარი, რომელიც არ გასვენებს ამ მომენტში. და წარმოიდგინე, რა იქნება ამის შემდეგ. აღწერე საკუთარი ნაბიჯები დამარცხების შემდეგ. მერე კი, როგორც ფილმში, გონებაში გადაახვიე ფირი პირველი კადრისკენ. ერთი-ორი - და შენ უკვე არაფრის არ გეშინია. შეგიძლია თამამად ჩაერთო ბრძოლაში!
3. როცა მეუბნებიან: „სულელი ხარ“, მე ვპასუხობ: „კი, გეთანხმები“. თავად კი მივდივარ და ვაკეთებ იმას, რასაც საჭიროდ ვთვლი. არასოდეს არაფერი არ ამტკიცოთ. არავის შეეჯიბროთ, მითუმეტეს მამაკაცების კოლექტივში. ეს კარგად არ დამთავრდება.
4. იმისათვის რომ ნებისმიერ ადამიანთან დაამყარო ჰარმონიული ურთიერთობა, უპირველეს ყოვლისა საჭიროა მოიპოვო ჰარმონია საკუთარ თავთან და შეიყვარო საკუთარი თავი.
5. რა გააკეთოთ? - მე გეტყვით. ისწავლეთ ოცნება, დაისახეთ მაღალი მიზნები და განახორციელეთ. და თუ შეძლებთ იპოვოთ და განავითაროთ საკუთარ თავში ეს ენერგია, აღარ დაგჭირდებათ არანაირი ძალ-ღონე, ყველაფერი აეწყობა თავისთავად - ოცნებებიც, კარიერაც, და სიყვარულიც.
6. ქალი-რაკეტას, ანუ მას, რომელიც მიჰქრის წინ და განასახიერებს საკუთარ მიზნებსა და ოცნებებს, ჭკვიანი მამაკაცი აუცილებლად შეაფასებს ღირსეულად. ასეთ ქალში ყოველთვის არის, რაც უნდა გამოიცნო. და ეს აღაგზნებს....
7. ქალი, რომელსაც შეუძლია ჰარმონიულად განავითაროს და შეახამოს საკუთარ თავში ქალისა და მამაკაცის საწყისები, რომელიც იყენებს ყველაფერს, რაც არსებობს სამყაროში, საკუთარი თვითრეალიზაციისთვის, ყალიბდება უნიკალურ ქალად. ასეთი იყო, მაგალითად, კოკო შანელი. და თუ არსებობს სურვილი, ასეთი გახდება ნებისმიერი!
8. მამაკაცი არ უნდა იყოს მთელი ჩვენი სამყარო, მაგრამ უნდა იყოს ერთ-ერთი მისი ნაწილი და საერთო რიგში იდგეს.
9. ყოველთვის ისწავლე, მიიღე ახალი ინფორმაცია. ეს არის დაზღვევა, შექმნა ბაზა საკუთარ თავში, რომელიც დაგეხმარება გაიტანო თავი ყველაზე მძიმე დროს.
10. მამაკაცთან გაცნობისას უნდა შეგეძლოს ჭკვიანურად ისაუბრო, შემდეგ კი გადაიქცე სულელად. თანაც მნიშვნელოვანია მოულოდნელად და ძალიან დიპლომატიურად გადახვიდე ერთი მდგომარეობიდან მეორეში. მამაკაცი უზომოდ მშიშარაა, მას ყოველთვის რაღაცის ეშინია. ხან ქალი ზედმეტად მდიდარია, ხან ზედმეტად ღარიბი, ხან ზედმეტად ლამაზია ან პირიქით. ამიტომ საჭიროა გახდე გაუთვალისწინებელი, სიმსუბუქითა და იუმორით დაამყარო ურთიერთობები.
11. წარმატების მისაღწევად ფული მეორე ადგილზეა. საჭიროა ზუსტად იმდენი ფული, რომ მოახდინო საკუთარი იდეების რეალიზება. და ყოველ დღე არ იღვიძებდე ფიქრით: ღმერთო, ვერ ვიტან ამ სამუშაოს, მაგრამ შიმშილით მოვკვდები, თუ არ გავაკეთე ეს საქმე.
12. არ შეგეშინდეს სასოწარკვეთის. დაეშვი ფსკერზე. მე მივდიოდი აგარაკზე, მთელი კვირა გაშოტილი ვიწექი, არავის არ ვნახულობდი. მეცოდებოდა საკუთარი თავი და თითქმის უკვე მომწონდა ის, რომ უბედური ვიყავი. მაგრამ რაღაც მომენტში ორგანიზმს ეს ბეზრდება და ის გეუბნება: ცხოვრება ხომ გრძელდება! მე არ მოვკვდი, მზე ანათებს. ყველაფერი კარგად არის! და შენ დგები და აგრძელებ გზას.
ფოტო: TIGER | TRACKS
13. ისე, ბედისწერა ხომ ლომივით არის. თუ გეშინია, ის თავს დაგესხმევა, და თუ შიში არ გაქვს, ის იქით მიბრუნდება, სადაც შენ მოისურვებ.
trend.ge

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება



No comments:

Post a Comment