ნიკოლოზ
ბასილაშვილმა ATP-ის ზედიზედ მესამე ტურნირი წააგო პირველივე წრეში.
ქართველმა ჩოგბურთელმა კიტცბუელის ტურნირის საწყის რაუნდში ავსტრიელ
სებასტიან ოფნერთან ითამაშა და მატჩის დასრულება ვერ შეძლო.
არადა,
ქართველისთვის ყველაფერი კარგად იწყებოდა - ნიკა ბრეიკით დაწინაურდა,
მაგრამ დიდი ხანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა: ოფნერმა მესამე გეიმში
საპასუხო ბრეიკი შეასრულა. ამის შემდეგ, ინიციატივა ჯერ ავსტრიელის მხარეს
იყო, მაგრამ მან ვერ შეძლო მეხუთე გეიმში ორი ბრეიკ-პოინტის გამოყენება,
შემდეგ კი იგივე შანსი ბასილაშვილმა ვერ გამოიყენა მერვე გეიმში.
მეცხრეში
ოფნერმა მაინც მოახერხა მეტოქის მოწოდების აღება და პირველად დაწინაურება -
5:4. ბასილაშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მომდევნო გეიმში მან შეძლო
უკუბრეიკის შესრულება, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ "მშრალად" წაეგო მე-11
გეიმში საკუთარი მოწოდება. ამის შემდეგ, ოფნერმა სეტზე ჩააწოდა - 7:5.
როგორც
ჩანს, ამ მომენტში ბასილაშვილმა რაღაც იტკინა. მისი თამაში საბოლოოდ
მოიშალა და მეორე სეტში ზედიზედ სამი გეიმის (ორი საკუთარ მოწოდებაზე)
წაგების შემდეგ, თამაში შეწყვიტა - 5:7, 0:3.
1tv.ge
No comments:
Post a Comment