Friday, September 28, 2018

შპს-ების ნაწილის ხელახალი რეგისტრაციის თარიღი 1 თვით გადავადდა

შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ყოველი პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია.

რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულ პირთა მაღალი მიმართვიანობიდან გამომდინარე, რეგისტრაციის პერიოდი გახანგრძლივდა 30 კალენდარული დღით და ბოლო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 30 ოქტომბერი.

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში საქმიანობის რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში და საზოგადოებრივ ცენტრებში.
დღეს იუსტიციის სახლში დილიდან მომხმარებელთა ნაკადი არ წყდება. უწყების ცნობით, ორი კონკრეტული სერვისის გამო, რომელთა გაცემის ვადა პირველ ოქტომბრამდე იწურება, იუსტიციის სახლს დღეს რეკორდული რაოდენობის მომხმარებელმა მიმართა. ეს სერვისები კი გახლავთ ტაქსით მომსახურების ლიცენზია და მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაცია.
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ყოველი პირი, რომელიც მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს ატარებს, ვალდებულია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია გაიაროს. ასეთი სამუშაოების ჩამონათვალი კი საქართველოს მთავრობამ 27 სექტემბრის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრა.  
კომპანიები, რომლებსაც ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში საქმიანობის პროფილი მითითებული არ ექნებათ, დაჯარიმდებიან და ჯარიმის ოდენობა 1000 ლარით განისაზღვრება.
რაც შეეხებათ ტაქსებს, თბილისის მერმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს თქვა, რომ ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესება აუცილებელია. ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, დაჯარიმდებიან. აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის ვადის გადავადება ტაქსის მძღოლებს არ ეხებათ. მათ ნებართვის მისაღებად ბოლო ვადა ისევ 1 ოქტომბრამდე აქვთ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment