Sunday, September 30, 2018

რა კომენტარს აკეთებს ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული გია თვალავაძის შვილი

სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სის გია თვა­ლა­ვა­ძის მხარ­და­სა­ჭე­რად თბი­ლის­ში, კიკ­ვი­ძის პარკში აქ­ცია გა­ი­მარ­თა.
რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს გია თვა­ლა­ვა­ძის შვილ­მა, თამ­თა თვა­ლა­ვა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მა­მა­მი­სი უდა­ნა­შა­უ­ლოა და მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბას საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ აქვს. თამ­თა თვა­ლა­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბობს მხო­ლოდ ერთი პი­რის ჩვე­ნე­ბა, რაც საკ­მა­რი­სი არ არის.
"მთე­ლი ლან­ჩხუ­თი, მთე­ლი გუ­რია, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ფეხ­ზეა, რად­გან უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი ამ წა­მებ­ში ცი­ხე­შია. მინ­და მჯე­რო­დეს, რომ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და მა­მას გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ და გა­ა­უქ­მე­ბენ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბას პა­ტიმ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმი­ტომ, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­და სი­კე­თი­სა, მა­მას არა­ფე­რი უკე­თე­ბია. თუ ამ ქვე­ყა­ნა­ში სი­კე­თე და­ნა­შა­უ­ლია, წინ ვე­რას­დროს წა­ვალთ. მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო მი­ნის­ტრის ძა­ლი­ან ღირ­სე­ულ გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ გია პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნია. მან იცის, რომ გია არას­დროს უღა­ლა­ტებ­და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და ხალ­ხს. რო­მელ ნარ­კო­ტი­კულ და­ნა­შა­ულ­თან არის საქ­მე, როცა ამ­ბო­ბენ, რომ მან უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას გა­და­ა­ჭარ­ბა, მაგ­რამ სარ­გე­ბე­ლი არ მი­უ­ღია?! ეს არის სირ­ცხვი­ლი! მჯე­რა, რომ გია რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გა­რეთ გა­მო­ვა, რად­გან მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა. არ მინ­და პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა. მეს­მის ჭო­რე­ბი, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა კლა­ნებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა იყოს და გია ამას ემსხვერ­პლა, მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, ერ­თა­დერ­თი, რაც გიას უკე­თე­ბია, სი­კე­თეა. ძა­ლი­ან ცუდი სპექ­ტაკ­ლი და­იდ­გა. ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი პირი ამ­ბობს, რომ გია თვა­ლა­ვა­ძეს არ იც­ნობს.რაც შე­ე­ხე­ბა აუ­დიო-ვი­დეო ჩა­ნა­წე­რებს, ასე­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ჩვენ არ გვი­ნა­ხავს. მეს­მო­და ჰა­ერ­ზე ნათ­ქვა­მი სი­ტყვე­ბი, თით­ქოს გია და­ა­კა­ვეს თა­ვი­სი წამ­ლის სა­ა­გენ­ტოს ინ­სპექ­ტი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ჩვე­ნე­ბის გამო. მის­ცა ჩვე­ნე­ბა ქალ­მა, რომ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც იყო გა­სუ­ლი­ყო და შე­ე­მოწ­მე­ბი­ნა, თუმ­ცა, მისი პა­სუ­ხოსმგებ­ლო­ბის სა­კი­თხი არ დგე­ბა. თუ რამე აუ­დიო-ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი არ­სე­ბობ­და, რა­ტომ არ აჩ­ვე­ნეს?! ახლა რომ რამე აჩ­ვე­ნონ, მგო­ნია, რომ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა",- გა­ნა­ცხა­და თამ­თა თვა­ლა­ვა­ძემ.
ე.წ. სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ის საქ­მე­ზე, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ბრალ­დე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელს გია თვა­ლა­ვა­ძეს და ამა­ვე საქ­მე­ზე, უკა­ნო­ნო სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ კი­დევ 5 პირს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. გია თვა­ლა­ვა­ძე ცი­ხი­დან ჩა­ფი­ძის გუ­ლის ცენ­ტრში 26 სექ­ტემ­ბერს გუ­ლის შე­ტე­ვით გა­და­იყ­ვა­ნეს.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment