Thursday, September 27, 2018

სანიკიძე: განათლების მინისტრს გათავისუფლების განცხადებით თავად მივმართე

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე სახელმწიფო აუდიტის მიერ ცენტრის შემოწმებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აუდიტი საერთაშორისო, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა უნდა ჩაატარონ. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
სანიკიძის განცხადებით, მას სისტემაში ხარვეზები არ დაუტოვებია და დასძენს, რომ აუდიტმა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი 2017 წლის ჩათვლით შეამოწმა, ასევე შემოწმებულია 2018 წლის ძირითადი შესყიდვები. 
"მთავარია, სუბიექტივიზმის არსებობას და გარკვეულ ხარვეზებს რით ასაბუთებენ. ვისაც რა უნდა, იმას იტყვის. როდესაც ასეთი განაცხადი კეთდება, უპრიანია გარკვეული არგუმენტაცია, ან მითითება მაინც იყოს, რას გულისხმობენ ამ „სუბიექტივიზმში“. ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმა, რომელიც ჩატარდა, ორიენტირებული იყო იმ პრობლემების აღმოფხვრაზე, რაც მანამდე იყო და ყველამ ვიცით, რომ იყო. პრობლემა ამ ეტაპზე აღმოფხვრილია და შედეგი მიღწეული - შეფასებაში ჩაერთვნენ მაღალი რანგის საერთაშორისო ექსპერტები, სტუდენტები, დამსაქმებლები, პროცესები თავიდან ბოლომდე დეტალურადაა გაწერილი შესაბამისი აღწერებით და ინდიკატორებით. ასე ზოგადად დასმულ შეკითხვაზე ამ არგუმენტებით რაზეც გესაუბრებით, რთულია დაეთანხმო. დაასაბუთონ, რა ნაწილში, სად იკვეთება გადაცდომები“, - განაცხადა სანიკიძემ.
სანიკიძის თქმით, სისტემა მიუკერძოებელმა და დამოუკიდებელმა პირებმა უნდა შეაფასონ.
თამარ სანიკიძე ცენტრიდან წასვლის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ განათლების მინისტრს მისი გათავისუფლების საფუძვლები არ ჰქონია.
"განცხადებით თავად მივმართე, რადგან ვერ დავინახე მის ხედვაშიცენტრის განვითარების ეტაპები", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომელსაც თამარ სანიკიძე ხელმძღვანელობდა, აუდიტის სამსახური შეამოწმებს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა
განათლების მინისტრმა ოთხი მაღალჩინოსანი - თემურ მურღულია, ლია გიგაური, მაია მიმინოშვილი და თამარ სანიკიძე 10 სექტემბერს გაათავისუფლა
imedinews.ge

No comments:

Post a Comment