Thursday, September 27, 2018

ქუთაისში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულებს პატივი მიაგეს

ქუთაისში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს მოქალაქეებმა, იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ, ქუთაისის მერიის წარმომადგენლებმა და საკრებულოს წევრებმა.
დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადეს.
დღეს სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა სხოვნის პატივსაცემად 27 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია. 
სოხუმი 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა. კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის მიმდინარეობდა. სეპარატისტებს მხარს უჭერდნენ ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის შენაერთები და არაოფიციალურად, გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის მებრძოლები.
1992-1993 წლების სამხედრო დაპირისპირებას 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment