Friday, September 28, 2018

სკოლის გამოსაშვები გამოცდები 8-დან შესაძლოა, 4-მდე შემცირდეს - რა ცვლილებები იგეგმება საატესტატო სისტემაში?

სკო­ლის გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი (CAT) შე­საძ­ლოა, 4-მდე შემ­ცირ­დეს. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე მა­რი­ამ ჯაშ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და.
ჯა­შის თქმით, შე­საძ­ლოა, გა­მო­ი­ყე­ნონ ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, სა­დაც გა­მოც­დე­ბი ოთხ ძი­რი­თად სა­გან­ში ბარ­დე­ბა - მშობ­ლი­ურ ენა­ში, მა­თე­მა­ტი­კა­ში, უცხო ენა­სა და ერთ არ­ჩე­ვით სა­გან­ში
მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა და­ა­ა­ნონ­სა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ 2020 წლის­თვის რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვლე­ბა სა­ა­ტეს­ტა­ტო სის­ტე­მა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­გა­მოც­დო ტეს­ტე­ბის გარ­თუ­ლე­ბას 2019 წელს, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია. აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ მშვი­დად გა­აგ­რძე­ლონ მომ­ზა­დე­ბა რო­გორც სკო­ლის, ასე­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ეტა­პის­თვის. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლის ხედ­ვა ემ­თხვე­ვა იმ ხედ­ვას, რო­მე­ლიც ორი წლის წინ სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის ცვლი­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ვაჟ­ღე­რე და ჩვენ ამა­ზე ერ­თად ვი­მუ­შა­ვებთ.
ცალ­სა­ხად ვფიქ­რობ, რომ რა­ო­დე­ნობ­რი­ვად ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მოც­დაა, თან გარ­კვე­ულ კონ­ფლიქ­ტში მო­დის კონ­კრე­ტუ­ლი გა­მოც­დე­ბი - სკო­ლის და­მამ­თავ­რე­ბელ ეტაპ­ზე მოს­წავ­ლემ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ა­ბა­როს იგი­ვე გა­მოც­დე­ბი, რა­საცეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე აბა­რებს, ეს კი ახ­დენს დუბ­ლი­რე­ბას და ჯან­სა­ღი პრო­ცე­სი არ არის.
რო­დე­საც ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით პირ­ვე­ლად გა­ვაჟ­ღე­რე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა მოჰ­ყვა, თუმ­ცა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა წა­მო­ვი­და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მხრი­დან. ამის შემ­დეგ გა­ვე­ცა­ნი სკან­დი­ნა­ვი­ის ქვეყ­ნე­ბის, ასე­ვე სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბას, უმე­ტეს ქვეყ­ნებ­ში სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი არის 4 სა­გან­ში - მშობ­ლი­ურ ენა­ში, მა­თე­მა­ტი­კა­ში, უცხო ენა­სა და ერთ არ­ჩე­ვით სა­გან­ში. 8 სა­გა­ნი, რო­მე­ლიც ჩვენ­თან მოს­წავ­ლის ცოდ­ნის გან­მსა­ზღვრე­ლია და ბავ­შვე­ბი გა­მოც­დებს აბა­რე­ბენ, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ­ცერთ ქვე­ყა­ნა­ში არ გვხვდე­ბა. სულ მცი­რე, სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­სამ­ცი­რე­ბე­ლი გვაქვს. შემ­დეგ რო­გორ მოხ­დე­ბა არ­სე­ბუ­ლი დუბ­ლი­რე­ბე­ბის შემ­ცი­რე­ბა და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის დო­ნე­ზე რა ცვლი­ლე­ბებს შე­ვი­ტანთ, არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი, მაგ­რამ არ მინ­და წი­ნას­წარ გა­ვაჟ­ღე­რო, რად­გან სა­კი­თხი მსჯე­ლო­ბას მო­ი­თხოვს“, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ ჯაშ­მა.
ambebi.ge

2 comments:

  1. სკოლებში არ უნდა დარჩეს გამოცდები, უნდა გადმოინაცვლოს რაიონულ ცენტრებში მინი საგამოცდო ცენტრების ტიპის ვარიანტში, სადაც რამდენიმე დამკვირვებელი იქნება. თითოეულ სკოლას ჰყავს ავტობუსი, ასე რომ ბავშვების ჩამოყვანა რაიონში არ იქნება პრობლემა

    ReplyDelete
    Replies
    1. ამ შემთხვევაში მინიმუმამდე დავა შანსი იმისა, რომ დირექტორმა ზეწოლა მოახდინოს, ან გაურიგდეს დამკვირვებელს. შენობად შეიძლება გამოყენებული იქნეს რომელიმე საჯარო დაწესესებულების ნაწილი

      Delete