Sunday, September 30, 2018

დაღუპულთა რიცხვი 832-მდე გაიზარდა - რა ვითარებაა ინდონეზიაში დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ

ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, კუნ­ძულ სუ­ლა­ვე­სი­ზე მი­წისძვრი­სა და ცუ­ნა­მის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 832-მდე გა­ი­ზარ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ინ­დო­ნე­ზი­ის სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბე­ბის შე­დე­გე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლო ავ­რცე­ლებს. აქამ­დე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 420-ს შე­ად­გენ­და.28 სექ­ტემ­ბერს, ინ­დო­ნე­ზი­ა­ში 7.5 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრამ ქა­ლაქ პა­ლუს სა­ნა­პი­რო­ებ­თან ცუ­ნა­მი გა­მო­იწ­ვია. სამი მეტ­რის სი­მაღ­ლის ტალ­ღებ­მა მთლი­ა­ნად წა­ლე­კა სუ­ლა­ვე­სის ცნო­ბი­ლი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ქა­ლა­ქი - პალუ. ქა­ლა­ქის მო­სახ­ლე­ო­ბა და ტუ­რის­ტე­ბი სა­ნა­პი­რო­ზე ფეს­ტი­ვა­ლის გა­სა­მარ­თად ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ. სა­მოყ­ვა­რუ­ლო კად­რებ­ში კარ­გად ჩანს, რა სიძ­ლი­ე­რის ტალ­ღა ას­კდე­ბა სა­ნა­პი­როს და ანად­გუ­რებს შე­ნო­ბებს
ambebi.ge
👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში.

No comments:

Post a Comment