საქართველოში კურორტებზე ღვინოს ყოველთვის განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით მოიხმარდნენ. თუმცა, ცხადია, ამ მხრივ ზაფხულის კურორტები უნდა გამოვარჩიოთ, რადგან კარგად იცით, რომ ზამთრის კურორტებზე უმეტესად არაყს და ზოგადად მაგარ სასმელებს ენიჭებათ უპირატესობა.
სწორედ ამიტომ, საინტერესოა, ცნობილ ქართულ კურორტებზე ღვინის მოხმარების კუთხით რა მდგომარეობაა და ღვინის მოყვარულებს აქვთ თუ არა საშუალება მათთვის სასურველი ღვინო უპრობლემოდ დააგემოვნონ. ჩვენ ამჯერად მიმოვიხილავთ მხოლოდ ყველაზე ცნობილ ქართულ კურორტებს, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ სიტუაცია ზოგადად მთელს ქვეყანაში იდენტურია.
დავიწყოთ იმით, რომ ქალაქი ბათუმი ალბათ ერთადერთი დიდი კურორტია, სადაც ღვინის მოყვარულ ადამიანებს ნებისმიერი ხარისხის, ფასისა და სტილის ღვინის შეძენა უპრობლემოდ შეუძლიათ. ეს მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩვენი ქვეყნის სხვა მხარეებში, ბათუმშიც ჭირს ე.წ. ბუნებრივი ღვინის შოვნა. ასეა თუ ისე, თბილისის შემდეგ ბათუმი ის ადგილია, სადა მონდომებული კაცი ყველანაირ ღვინოს იშოვის.
შედარებით რთული მდგომარეობაა შავი ზღვის სხვა კურორტებზე - ქობულეთში, ჩაქვში, გონიოში, ურეკში თუ შეკვეთილში. ყველა ზემოთჩამოთვლილ დასახლებაში არის ცნობილი მაღაზიათა ქსელები, სადაც სტანდარტული ასორტიმენტის ღვინოების შეძენა ყველას შეუძლია, მაგრამ რაც შეეხება ექსკლუზიურ, გამორჩეულ და თუნდაც ადგილობრივ ხარისხოვან ღვინოებს - ამ კუთხით მდგომარეობა დიდად არ განსხვავდება იმისგან, რაც მაგალითად, გასული საუკუნის 90-იან წლებში იყო.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment