Saturday, September 29, 2018

შსს: 30 სექტემბერს დედაქალაქის რამდენიმე უბანში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, 30 სექტემბერს, „თბილისი-მარათონთან“ დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დილის 08:00 საათიდან 14:00 საათამდე, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ უწყება განცხადებას თავის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
განცხადების თანახმად, სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება: კრწანისის მოედანზე - ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ორთაჭალჰესის მიმართულებით, მარცხენა სანაპიროზე.
თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით ავტომანქანები იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით.
გადაიკეტება თამარ მეფის და დავით აღმაშენებლის გამზირების კვეთა, მეტროსადგური „მარჯანიშვილის“ მიმართულებით, ასევე, მიხეილ წინამძღვრიშვილის, დავით აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩები.
მოძრაობა, ასევე, აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩის დასაწყისში, რუსთაველის გამზირსა და ყველა მიმდებარე ქუჩაზე.
საქველმოქმედო გარბენი სტარტს დილის 09:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს. მარათონი დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, ორ წრედ ჩატარდება.
მძღოლებს დაშვებული მარშრუტების ნახვა ამ ბმულზე შეუძლიათ 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment