17 სექტემბერს The New York Times-ში გამოქვეყნდა დიდი ნეკროლოგი, რომელიც "გამოჩენილ მისტიფიკატორს" ალან აბელს მიუძღვნეს. 94 წლის ამერიკელი ნეკროლოგის გამოქვეყნებამდე ამერიკის ქალაქ საუტბერიში გარდაიცვალა. ინფორმაციის გამოქვეყნება იმიტომ დაგვიანდა, რომ საჭირო იყო გარდაცვალების დადასტურება. აბელს The New York Times-მა ერთი ნეკროლოგი 40 წლის წინ უკვე დაუწერა, თუმცა მაშინ ის არ დაღუპულა.
"ალან აბელი, მწერალი, მუსიკოსი, კინოპროდიუსერი და ცნობილი სატირიკოსი გულის შეტევით გარდაიცვალა მაშინ, როდესაც თავისი ახალი ფილმისთვის გადასაღებ მოედანს არჩევდა. ის 50 წლის იყო", - ასე სრულდებოდა ნეკროლოგი აბელზე, რომელიც 1980 წელს გამოაქვეყნდა. უმეტესობა სიტყვა ტყუილია გარდა იმისა, რომ აბელს რამდენიმე წიგნი აქვს დაწერილი. პუბლიკაციიდან რამდენიმე დღეში აბელმა პრესკონფერენცია დანიშნა და თქვა, რომ ყველა პოპულარობის გულისთვის მოატყუა და ამ "ხუმრობაში" მონაწილეობა მისმა მეუღლემაც მიიღო. ამით დაიწყო აბელის ყალბი ახალი ამბების კარიერა და მკითხველებს მუდმივად აინტერესებდათ, რომელი იყო სიმართლე მის მიერ გამოქვეყნებული სტატიებიდან. "პრესას სჭირდება აუდიტორია და მათი მოპოვების ერთადერთი გზაა - წერო კატასტროფაზე და გარყვნილებაზე. მათ დრამატიზმი სჭირდება და ამას მე მათ ვაძლევ", - ჰყვებოდა აბელი დოკუმენტურ ფილმში.
როგორც The New York Times-ი წერს, მიუხედავად თავდაპირველი პოპულარობისა, აბელის ისტორიები თანდათანობით ხარისხიანობას კარგავდა, რის გამოც აბელს და მის ოჯახს ფინანსური პრობლემებიც გაუჩნდათ. "როდესაც მართლა მოვკვდები, მგონი უკვე ამას არავინ დაიჯერებს", - ამბობდა მისტიფიკატორი ჟურნალისტი.
აბელი საკუთარ სახლში 94 წლისა გარდაიცვალა, - უკვე სინამდვილეში.
საკუთარი სიკვდილის ინსცენირების ყველაზე უცნაური შემთხვევებზე ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.
No comments:
Post a Comment