Saturday, October 20, 2018

თელავში ავარიისას შუახნის ქალი დაიღუპა

თელავში ავარიას შუახნის ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა რუსთაველი ქუჩაზე იმ დროს მოხდა, როცა ის გზაზე გადასვლას ცდილობდა.
ქალს მაღალი სისწრაფით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment