Sunday, October 7, 2018

სალომე ზურაბიშვილმა განათლების სფერო ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა

ახმეტის შემდეგ, დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრა თელავში, ერეკლე მეორის მუზეუმის ტერიტორიაზე გამართა.
სალომე ზურაბიშვილმა აქცენტები, ძირითადად, განათლების სისტემის რეფორმის მნიშვნელობაზე გააკეთა და განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში დარგის სპეციალისტებთან ერთად განათლების სფეროს მიმართულებით აქტიურად იმუშავებს.
"მე ვიქნები ყოველდღიურად ჩართული პრეზიდენტი, ვიქნები კულტურის პრეზიდენტი. არ იქნება დარგი კულტურის, რომელიც არ იქნება ჩემთვის ძალიან ღირებული და თქვენთან ერთად უნდა ჩამოვაყალიბოთ ამ რეგიონში, ზოგადად ქვეყანაში, თუ როგორი პრიორიტეტებით ვიაროთ, რომ ვიცოდეთ რა სტრატეგიას მივყვებით", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა რამდენიმეწუთიან გამოსვლაში გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ გაამახვილა ყურადღება. ამ თემაზე საუბრისას მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გაიხსენა, სადაც სერგეი ლავროვს საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ბაზების დატოვებისკენ მოუწოდა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment