Sunday, October 21, 2018

ჩინელი მაღალჩინოსანი მაღალი შენობიდან გადავარდნის შემდეგ დაიღუპა

ჩინეთში, მაკაოს სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის წარმომადგენელი, ჯენ სიაოსონგი მაღალი შენობიდან გადმოვარდნის შემდეგ დაიღუპა. ამის შესახებ BBCწერს. 
ოფიციალურმა პეკინმა გაავრცელა მოკლე განცხადება, სადაც წერია, რომ 59 წლის პოლიტიკოსი დეპრესიით იტანჯებოდა და მან თავი მოიკლა, თუმცა ეს ჯერჯერობით არაა დაზუსტებული. 
სიაოსონგი ჩინეთის მთავრობასა და მაკაოს კაზინოების გაერთიანებას შორის შუამავლის როლს ასრულებდა. 
გავრცელებული ინფორმაციით, სიკვდილამდე ერთი დღით ადრე სიაოსონგი ჩინეთის ანალიტიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელს შეხვდა. 
ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული ერთეული, მაკაო მსოფლიოს აზარტული თამაშების ერთ-ერთი ცენტრია.
ჯენ სიაოსონგს განათლება საზღვარგარეთ ჰქონდა მიღებული. ის ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment