Saturday, October 6, 2018

ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ იაპონელი კიბოსგან და შიზოფრენიისგან განიკურნა

იაპონელმა ფსიქიატრებმა უჩვეულო შემთხვევის შესახებ განაცხადეს: შიზოფრენიის მქონე პაციენტის განკურნება ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ამ ისტორიის შესახებ სტატია ჟურნალ Frontiers in Psychiatry-ში გამოქვეყნდა და გაირკვა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა.
პაციენტ N-ს ჰალუცინაციები 24 წლიდან დაეწყო. მას ეჩვენებოდა, რომ მისი ტვინიდან ფიქრები იღვრებოდა და მას სხვა ადამიანებიც ხედავდნენ. ფილმის ყურების დროს, მას ეჩვენებოდა, რომ მსახიობები მას ფარულ მინიშნებებს აძლევდნენ და მასთან კონტაქტში შესვლა სურდათ. ის ნერვიული და ბრაზიანი გახდა. ძილიც აღარ შეეძლო. 
ფსიქიატრმა ცუეში მიაოკამ N-ს პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინა, დაუნიშნა წამლები, თუმცა ამან ვერ უშველა.

ერთი წლის შემდეგ, პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა. კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ N-ს მწვავე მიელოიდური ლეიკოზია აქვს - სისხლის კიბოს ერთ-ერთი სახე. მისი სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელი იყო ძვლის ტვინის გადანერგვა. დონორი იპოვეს და ტრანსპლანტაციის ოპერაციამ წარმატებულად ჩაიარა, თუმცა სასწაული აქ მოხდა - კაცს გაუქრა ჰალუცინაციები და მასთან ერთად შფოთვის გრძნობა. მისი შიზოფრენია მთლიანად გაქრა. 
ძვლის ტვინის გადანერგვა ფაქტობრივად აახლებს პაციენტის იმუნურ სისტემას. ქიმიოთერაპია ანადგურებს ძველ ლიმფოციტებს, ხოლო ახალი უკვე დონორის ორგანოში ფორმირდება. 
მართალია ჯერ ადრეა ერთი შემთხვევით დასკვნის გამოტანა, თუმცა N-ის განკურნება რაღაცნაირად დაკავშირდა იმუნურ სისტემასთან და ამ მხრივ მეცნიერების კვლევა ისევ გრძელდება.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment