Friday, October 5, 2018

Toyota მანქანებს საქართველოდანაც „გაიწვევს“ – ინფორმაცია 2008-2014 წელს წარმოებული Prius-ისა და Auris-ის მფლობელებისთვის


Toyota ავტომობილების ძრავში არსებული პრობლემების გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 2,43 მილიონზე მეტ ჰიბრიდულ ავტომობილს „გაიწვევს“.

🙏 საქართველოს საპატრიარქო  

საუბარია Prius-ისა და Auris-ის მოდელის ავტომობილებზე, რომლებიც 2008 წლის ოქტომბერსა და 2014 წლის ნოემბერს შორის პერიოდში არის გამოშვებული.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ”ტოიოტას” ოფიციალურ წარმომადგენლობაში განუცხადეს, „გადასაპროგრამებული“ ავტომობილების სიაში მთელი კავკასიის რეგიონის მასშტაბით, Toyota-ს ოფიციალური დილერების მიერ გაყიდული 74 მანქანა მოხვდა. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში     

როგორც „Toyota კავკასიაში“ აცხადებენ, აღნიშნულია ვტომობილების შესახებ ინფორმაცია დილერებს უკვე გადაეცათ, რის შემდეგაც ისინი ავტომობილის მფლობელეს დაუკავშირდებიან და შესაბამის სამუშაოებს უფასოდ ჩაუტარებენ. აღსანიშნავია, რომ „რიქოლში“ მოხვედრილი ავტომობილის
გადასაპროგრამებლად სულ ორმოციოდე წუთია საჭირო.

💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 

„ჩვენი ოფიციალური დილერები მხოლოდ იმ ავტომობილების მფლობელებთან შეძლებენ დაკავშირებას, ვინც მანქანა ოფიციალურ დილერთან შეიძინა, მაგრამ კომპანია „ტოიოტა“ მომხმარებელზე ზრუნვის მიმართულებით უფრო დიდი ნაბიჯი გადადგა და დღეისათვის იმ მომხმარებელსაც კი, რომლის ავტომობილი შეძენილია მეორად ბაზარზე ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში - აგრეთვე შეუძლია თავისი ავტომობილის უნიკალური ვინ კოდის გამოყენებით გაარკვიოს არის თუ არა მისი მანქანა „რიქოლის“ სიაში. ამისთვის, ის უნდა ეწვიოს ტოიოტას ოფიციალურ ვებ გვერდს http://www.toyota.ge/vincheck („სპეციალური სერვისის კამპანიის“ განყოფილებას), გაეცნოს მასზე განთავსებულ ინფორმაციას და/ან გამოაგზავნოს თავისი ავტომობილის ვინ კოდი მისამართზე vincheck@toyota-caucasus.com. 

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ავტომობილის ვინ ნომერი აღმოჩნდება დაფიქსირებული „რიქოლის“ გლობალურ სისტემაში, მიუხედავად იმისა, თუ სად არის შეძენილი ეს ავტომობილი, მფლობელი უნდა დაუკავშირდეს საქართველოში ”ტოიოტას” ოფიციალურ დილერებს: ”ტოიოტა ცენტრ თბილისს” ან ”ტოიოტა ცენტრ თეგეტას” შემდგომი სერვისისთვის.“ - განაცხადეს კომპანიაში. 

Toyota-ს ცენტრალური ოფისის ინფორმაციით, ამჯერად იაპონიიდან 1,25 მილიონის, აშშ-დან - 830 ათასის, ევროპიდან კი 290 ათასი ავტომობილის გაწვევა იგეგმება.
ლიკა ამირაშვილი
bpn.ge

No comments:

Post a Comment