Tuesday, April 16, 2019

ბოლო 10 წელიწადში საქართველოში ავტოავარიების შედეგად 6,608 ადამიანი დაიღუ

2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 459 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ბოლო 10 წელიწადში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად საქართველოში 6,608 ადამიანი გარდაიცვალა და 85,946 კი დაზიანდა. ეს მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, საგზაო უსაფრთხოების პროექტის - „მეტი სიცოცხლისთვის“ პრეზენტაციაზე წარმოადგინა.
შსს-ს ინფორმაციით, 2018 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში გარდაცვლილთა რაოდენობა 11%-ით შემცირდა. იკლო სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევების პროცენტულმა მაჩვენებელმაც.
2017 წლის ბოლოს ქვეყნის მასშტაბით 170 კამერა ფუნქციონირებდა, დღეს კი 2600-ზე მეტი კამერა მუშაობს, რომელიც საგზაო მოძრაობის დარღვევის ფაქტებს აფიქსირებს. 2019 წლის ბოლომდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 5,000-მდე ვიდეოკამერა ამოქმედდება, მათ შორის 2,100 ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა, ხოლო სექციური სიჩქარის მზომი მოწყობილობებით გადაფარული იქნება საავტომობილო გზის 700 კმ.-მდე მონაკვეთი
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment