Sunday, April 14, 2019

75 წლის ფლორიდელი კაზუარის თავდასხმისას მიღებული ჭრილობებით დაიღუპა

ფლორიდაში 75 წლის კაცს თავს დიდი ზომის ფრინველი, კაზუარი დაესხა თავს. შედეგად კაცი საავადმყოფოში მოხვდა, თუმცა ექიმებმა ის ვერ გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მათთან გამოძახება შევიდა, ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი მძიმედ დაშავებული კაცი დახვდათ. პოლიცია მომხდარს იძიებს, თუმცა მიაჩნიათ, რომ საქმე უბედურ შემთხვევასთან აქვთ.
როგორც BBC წყაროებზე დაყრდნობით, წერს გარდაცვლილ კაცს წლების განმავლობაში სახლში ეგზოტიკური ცხოველები ჰყავდა, მათ შორის ლამაც. ემუს მსგავსად, კაზუარიც დიდი ზომის ფრინველია და ის შესაძლოა 45 კილოგრამზე მეტსაც კი იწონიდეს. ამ სახეობის ფრინველს საათში 50 კილომეტრის სისწრაფით სირბილი შეუძლია.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment