მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ცოტა ხნის წინ წაუყენეს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
დაკავებული მსახიობის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში შესვლამდე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ნარკოტიკული საშუალებაა, თუმცა, ოდენობა ამ ეტაპისთვის მისთვის ცნობილი არ არის.
🙏 საქართველოს საპატრიარქო
🙏 საქართველოს საპატრიარქო
როგორც ადვოკატი განმარტავს, ლევან ჯიბღაშვილი არ უარყოფს, რომ ხელჩანთა, რომელშიც სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებები იყო, მისი კუთვნილი ავტომობილიდან ამოიღეს.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
"დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მას შემდეგ მივაწვდით, რაც ბრალის ფორმულირებას გავეცნობით.
ლევან ჯიბღაშვილი მისი შემოწმების პროცესიდან მოცემულ მომენტამდე თანამშრომლობს გამოძიებასთან იმისათვის, რომ ამ საკითხის ირგვლივ ყველა ნიუანსი დადგინდეს. ის არასდროს უარყოფდა, რომ აღნიშნული ხელჩანთა, რომელშიც სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებები იყო, მისი ავტომობილიდან ამოიღეს.
თუ ვის ეკუთვნოდა, რატომ იყო აღნიშნული ხელჩანთა მის ავტომობილში, ან რატომ აღმოჩნდა, ამის შესახებ გამოძიებას დაკითხვის პროცესში მივაწვდით ინფორმაციას", - განაცხადა გიგუაშვილმა.
ის უარყოფს ინფორმაციას, თითქოს, ამოღებული ხელჩანთა ლევან ჯიბღაშვილის მეგობრის იყო. "ეს არ შეესაბამება სიმართლეს, სიმართლე იქნება ის, რასაც მე განვაცხადებ", - აღნიშნა ადვოკატმა.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment